23/05/2024
12:39
სამართალი
მუხიანის დახურულ ჯგუფში ვრცელდება ინფორმაცია, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"ხალხო, ეხლაც შოკში ვარ, საშინელება მოხდა და კარგად წაიკითხეთ! იქნებ ვინმემ თქვენი შვილი ამოიცნოთ. დღეს, 23 მაისს 11:20 საათზე 104-ე ბაღის წინ დანგრეული ავტოფარეხები რომ არის საშინელება მოხდა, 12-15 ბიჭი დაახლოებით, 15-17 წლის ასაკის (ასაკს დაახლოებით ვწერ რადგან კარგად ვერ დავინახე ვიზუალურად) სახეები კარგად არ ჩანდა კორპუსიდან სიბნელეში, მაგრამ ვხედავდი და მესმოდა რაც ხდებოდა, ერთ ბიჭს ეჩხუბებოდა ამდენი ადამიანი, მერე 2-3 ბიჭმა ცემა დაუწყო და დანარჩენები გვერდზე იდგნენ და ეძახდნენ “ჩქარა მოკალი და გავიქცეთო”, უმოწყალოდ დაუწყეს ცემა და ერთადერთი მაგ მომენტში რაც მოვახერხე ვყვიროდი, პოლიციას ვიძახებთქო და ეგრევე გაიქცნენ.
მონაყოლით არვიცი როგორ ჟღერს, მაგრამ პირდაპირ ვამბობ, რომ მოკვლას აპირებდნენ, არვიცი პოლიცია რამეს თუ მოიქმოქმედებს, რადგან ახლოს კამერები არაა, უბრალოდ იქნებ იმ ნაცემი ბავშვის მშობელი ან ახლობელი მაინც იყოს აქ და პოლიციამდე მივიტანოთ ეს ამბავი რომ გამოიძიონ.
ამ ბიჭმაც გამწარებულზე შეიძლება რამე მოიმოქმედოს და მართლაც საშინელება მოხდეს… ზუსტად არ მახსოვს მაგრამ მგონი რამდენიმეს საფეხბურთო ფორმა ეცვა,იქნებ ზუსტი თარიღით და საათითაც მიხვდეთ რომ რომელიმე თქვენგანის შვილი ყოფილიყო ამ დროს მანდ და მეტი ყურადღებით იყოთ შვილებთან, რომ მკვლელებად არ გაიზარდონ…წარმოიდგინეთ, მაგ მომენტში რომ არ მეყვირა ის ბავშვი შეიძლებოდა მოეკლათ… ვერც კი ვიაზრებ რომ ასეთი ფაქტი მოხდა…" - წერს ერთ-ერთი მოქალაქე მუხიანის დახურულ ჯგუფში.
0
0