12/08/2023
17:12
კულტურა
ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრის მსახიობი და ყოფილი დირექტორი, სულხან გოგოლაშვილი, ქეთევან დუმბაძის მწერალთა კავშირის თავმჯდომარედ დანიშვნასთან დაკავშირებით საზოგადოებისა და პოლიტიკოსების ერთი ნაწილის უარყოფით შეფასებებს ეხმაურება.
გოგოლაშვილი წერს:
“თქვე ბანძებო, სულით დაავადებულო ადამიანებო, შურიანებო და ბოროტებო!!! ვის ლანძღავთ?! ვისზე ამოგდით საერთოდ პირიდან ძვირი?! სანამ მის სახელს ახსენებთ, ნიშადურის სპირტი გამოივლეთ პირში. დავანებოთ თავი, მის აღზრდას, დედის და მამის შვილობას, ოჯახს, ესეც რომ არ განვიხილოთ საერთოდ, იცით კი როგორი ადამიანია ქეთი დუმბაძე? რეები აქვს ამ ქვეყნისთვის და თანამედროვე ქართული ლიტერატურისთვის გაკეთებული? რამდენი თავგანწირული საქციელი აქვს ჩადენილი, რომ ჩვენი ქვეყანა თავისუფალი და მშვიდობიანი ყოფილიყო?!
რამე არსებობს თქვენთვის წმინდა და ხელშეუხებელი?! ან მამაკაცებს რა გჭირთ, როგორ საუბრობთ ქალზე?! სად დაკარგეთ თქვენი ღირსება და კაცობა?!!
ფუიიი თქვენი…….
ჩემი მხარდაჭერა ქეთი დუმბაძეს! უძალიან მაგარეს ადამიანს და წარმატებები მას.
#ჩემიმხარდაჭერაქეთიდუმბაძეს”, – წერს სოციალურ ქსელში სულხან გოგოლაშვილი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მწერალთა სახლს 2023 წლის 4 სექტემბრიდან “ქართული ოცნების” დეპუტატი, ქეთევან დუმბაძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ბრძანება უკვე გამოსცა.
ამასთან, მწერალთა სახლმა დღეს განცხადებაც გაავრცელა, რომლის მიხედვით, მათთვის მიუღებელია ქეთი დუმბაძის კანდიდატურა ხელმძღვანელის პოსტზე.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024