29/01/2024
13:43
ბადაგონი
კომპანია "ბადაგონი" ქართული ღვინის წარმოებისა და ექსპორტის მიხედვით, კვლავ პირველ ადგილს ინარჩუნებს.
საქსტატი აქვეყნებს უმსხვილესი საექსპორტო ადგილობრივი ნაწარმის ღვინის ექსპორტიორი კომპანიების TOP-10-ეულს, რომლებიც, 2023 წელს, ქვეყნის საზღვრებს გარეთ, ღვინის უმსხვილესი რეალიზატორები არიან:
სს ბადაგონი;
სს თელავის ღვინის მარანი;
სს კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხანა;
შპს Bolero & Company;
შპს ალკოჰოლური სასმელების კომპანია ალავერდი;
შპს ასკანელი ძმები;
შპს დუგლაძეების ღვინის კომპანია;
შპს კახური ტრადიციული მეღვინეობა;
შპს კახური ღვინის მარანი;
შპს მეღვინეობა ხარება.
საქსტატის ინფორმაციით, საქართველომ გასულ წელს ღვინის ექსპორტით 259 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2022 წლის შესაბამის მაჩვენებელს მცირედით, 2.6%-ით აღემატება. შედეგად, მთლიან ექსპორტში ყურძნის ნატურალური ღვინოების წილმა 4.3% შეადგინა და ამ დასახელების საქონელი ექსპორტირებული საქონლის რეიტინგში მეოთხე ადგილი დაიკავა.
ექსპორტის ღირებულების მცირედი ზრდის მიუხედავად, ქვეყნის საზღვრებს გარეთ გატანილი ღვინის მოცულობა 11.9%-ით შემცირდა, რაც იმის თქმის საშუალებას იძლევა, რომ გასულ წელს ექსპორტირებული ღვინის ღირებულება გაიზარდა.
ცნობისთვის, მეღვინეობა "ბადაგონმა" 2023 წელს, უახლესი ტექნოლოგიების მანქანა-დანადგარები შეიძინა, მათ შორის, ყურძნის გადამამუშავებელი იტალიური წარმოების წნეხი Della Toffola და საწარმოო პროცესი 25 პროცენტით გაზარდა.
იტალიური წარმოების წნეხი Della Toffola შესაძლებლობას იძლევა, საათში, 60 ტონა ყურძენი გადაამუშაოს.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, სიმძლავრის და წარმადობის გაზრდა განპირობებებული იყო, საერთაშორისო ბაზარზე „ბადაგონის“ ღვინოზე მზარდი მოთხოვნით.
ამასთან, კომპანია აღჭურვილია ულტრათანამედროვე, მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიით, რაც საშუალებას იძლევა ყურძნისა და ღვინის ხარისხის კონტროლს ინტენსიურ რეჟიმში.
„ბადაგონი“, ასევე პირველი ქართული ღვინის კომპანიაა, რომელმაც ქოშერი ღვინის წარმოება დაიწყო და ექსპორტი განახორციელა ისრაელში.
2023 წელს მეღვინეობა “ბადაგონმა” 13 მილიონი ბოთლი ღვინო აწარმოა.
0
0