26/09/2023
18:28
სპორტი
ლეგენდარული ბოდიბილდერი, კევინ ლევრონი თბილისშია.
მან გულშემატკივრებთან შეხვედრა დღეს, Biltmore Hotel Tbilisi- ში გამართა.
”პირველად ვარ საქართველოში და აღფრთოვანებული ვარ თქვენი კულტურით, თბილი გარემოთი და მეგობრული ხალხით. ვფიქრობ, მზად ვარ, საცხოვრებლად აქ გადმოვიდე," - განაცხადა კევინ ლევრონმა.
შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა და საზოგადოებას საშუალება ჰქონდა კევინ ლევრონისგან, მისი წარმატებისა და ყოველდღიური ცხოვრების შესახებ საინტერესო ინფორმაცია მიეღო.
პოპულარულმა ბოდიბილდერმა განვლილ ცხოვრებაზე ისაუბრა და გულშემატკივრებს საკუთარი მოტივაციების შესახებ უამბო:
“როდესაც 10 წლის ვიყავი მამა დავკარგე… 19 წლის ასაკში კი დედაც… იყო რთული პერიოდი ჩემთვის. დიდ მწუხარებას თან დაერთო თანატოლების მხრიდან დაცინვა და ბულინგი. თუმცა, ეს ურთულესი პერიოდი, გარკვეულწილად, ცხოვრებისეული მოტივატორიც აღმოჩნდა ჩემთვის. დავიწყე ვარჯიში, დავდიოდი სპორტდარბაზში, სადაც ჩემი სხეულის შესახებ ყველაფერი ვისწავლე. ვიკვებებოდი ჯანსაღად, ვცდილობდი ჯანმრთელი ვყოფილიყავი, რადგან მშობლები კიბოთი დავკარგე. ასე რომ, არასდროს დანებდეთ და აღმოაჩინეთ ძალა საკუთარ თავში, წარმატების მისაღწევად,” - განაცხადა ლევრონმა.
ღონისძიების ოფიციალური სპონსორი და ექსკლუზიური წარმომადგენელი, ჯანსაღი საკვები დანამატებისა და ვიტამინების შემომტანი კომპანია - Vitamini.Ge იყო.
საინფორმაციო მხარდამჭერები: საინფორმაციო სააგენტო “სფეისნიუსი” და რადიო “სივრცე” [ FM98.5].
0
0