13/09/2021
13:30
პოლიტიკა
„პირდაპირ ვკითხე პრეზიდენტ ბაიდენს, რას იტყვით უკრაინასა და ნატოზე, ნატოში გაწევრიანებაზე და როდის მოხდება ეს. ჩვენ 20-30 წუთის განმავლობაში განვიხილავდით ამ საკითხს. ბაიდენმა მითხრა, რომ თქვენ ნატოში უნდა იყოთ, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი გადასაწყვეტი არ არისო“, - აცხადებს ზელენსკი.
ვლადიმერ ზელენსკიმ ჯო ბაიდენს უპასუხა და დასძინა: „თქვენი გადაწყვეტილების წყალობით, უკრაინისთვის ნატოსკენ მიმავალი გზა უფრო მოკლე იქნება“.
მიიღებს თუ არა უკრაინა ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმას, ბაიდენმა განაცხადა - „პირველ რიგში, უკრაინამ უნდა გაანადგუროს კორუფცია“.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა თეთრ სახლში პირველ სექტემბერს შედგა.
ზელენსკის ვაშინგტონში ვიზიტის დროს შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ გააკეთეს ერთობლივი განცხადება ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ. კერძოდ, ორივე სახელმწიფომ მოუწოდა რუსეთის ფედერაციას შეასრულოს თავისი ვალდებულებები დონბასში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, ვაშინგტონი მხარს უჭერს კიევის უფლებას აირჩიოს საგარეო პოლიტიკის კურსი, მათ შორის ნატოში გაწევრიანება.
გარდა ამისა, აშშ-ს მთავრობა აპირებს გამოყოს ასობით მილიონი დოლარი უკრაინას რეფორმებისათვის.
უკრაინამ ნატოსთან თანამშრომლობა 2014 წელს გააძლიერა რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციისა და დონბასის შეიარაღებული კონფლიქტის ფონზე.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრი კულებამ განაცხადა, რომ ევროკავშირი უარს ამბობს უკრაინაზე არა რეფორმების, არამედ პოლიტიკის გამო.
0
0