01/10/2021
17:11
პოლიტიკა
სააკაშვილის საქართველოში ჯერ კიდევ დაუდასტურებელი ჩამოსვლა, რომელსაც „ნაცმოძრაობა“ სინამდვილედ ასაღებს და მისი რადიკალური განცხადებები, რის მომასწავებელია არჩევნებამდე ერთი დღით ადრე?
სიმართლე გითხრათ, „დეჟავიუ“ გამიჩნდა 2003 წელთან და როგორც ჩანს თავად სააკაშვილიც ვერ გამოსულა იმ „ვარდების რევოლუციის“ ხიბლისგან, სადაც მას ფორტუნამ აშკარად გაუღიმა, თორემ სახელმწიფოს რომ ოდნავ ხელი გამოეღო და საზოგადოებასაც, რევოლუცია ვერ შედგებოდა და ჩვენ ვნახეთ ვინ ისარგებლა ამ რევოლუციით. დღეს კარზე 2021 წელია, სახელმწიფო სხვაა, ხალხის განწყობაც სხვა და საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის თვალში, სააკაშვილი და ნაცმოძრაობა ასოცირდება ყველა იმ ნეგატიურ მოვლენასთან, პირდაპირ ვიტყვი, საზარელ დანაშაულებთან, რასაც სჩადიოდა რეჟიმი. ასე რომ, სააკაშვილის ვირტუალური დაბრუნების სცენები, ამჯერად ვეღარ გაჭრის და რომც წარმოვიდგინოთ ერთი წუთით, რომ ის რაღაც გზებით მალულად შემოიპარა, მის ბრალდებებს ახალი დაემატება, საზღვრის უკანონო დარღვევა უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ.
სრული ფარისევლობაა, როდესაც სააკაშვილი მოსახლეობას არჩევნებზე წასვლისკენ მოუწოდებს, მას და ნაცმოძრაობას არჩევნები არ აინტერესებთ. მათ უკვე დაიწყეს საარჩევნო პროცესის ჩაშლის აქტიური მცდელობები
ამ მხრივ, რამდენად მოხვდება დარტყმის ქვეშ ცენტრალური საარჩევნო კომისია, რომელიც სავარაუდოდ, მათი უმთავრესი სამიზნე გახდება? რას შეიძლება ველოდოთ?
ორიოდე დღის წინ ჩვენ უკვე ვნახეთ „ნაცმოძრაობის“ აქტივისტების ერთგვარი რეპეტიცია ერთ- ერთ საარჩევნო უბანზე მივარდნა და ძალადობრივი ქმედებები. ცესკომ, ამაზე რამდენადაც ვიცი, უკვე გააკეთა განცხადება. არა მხოლოდ ცესკოს განცხადებიდან, არამედ სხვა წყაროებიდანაც მაქვს ინფორმაცია იმ უპრეცედენტო ზეწოლაზე და ღია მუქარაზე, რასაც „ნაცმოძრაობა“ და მისი მოკავშირე ოპოზიციური პარტიები ახორციელებენ სხვადასხვა დონის საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე, მოუწოდებენ მათ გარკვეული სარგებელის სანაცვლოდ, დემონსტრატიულად გადადგომისკენ, ცდილობენ მათ მოსყიდვას, დაშინებას, აქტიურად მიდის დეზინფორფმაციის გავრცელება საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით. ჩემი რჩევაა, ამაზე დაუყოვნებლივ, ვიმეორებ, დაუყოვნებლივ, იყოს ინფორმირებული ყველა სადამკვირვებლო ორგანიზაცია და შემდეგ, საინტერესოა დავაკვირდეთ მათ რეაქციას.
0
0