06/05/2022
12:44
ტეთჩერი და მეირი თავს უფლებას არ აძლევდნენ, ემართათ, როგორც ქალებს
ჩემის აზრით, ძალიან განსხვავებული პერსპექტივაა; მმართველობის ფორმა შეიძლება განსხვავებული იყოს. მაგრამ რეალურად, ჩვენ ჯერ არ გვაქვს ეს გამოცდილება, რადგან ქალები, რომლებიც ხელმძღვანელობაში იყვნენ, მართავდნენ მამაკაცებივით. ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ გოლდა მეირი, ან მარგარეტ ტეთჩერი ფოლკლენდის ომის დროს: ორივე შემთხვევაში, ეს ორი ქალი არ აძლევდა თავს უფლებას, ემართათ როგორც ქალებს. აბსტრაქტული კითხვაა, რა იქნებოდა პუტინი რომ ქალი ყოფილიყო: გამოიჩენდა თუ არა ქალი მსგავს სიმკაცრეს ომში, კომპრომისისა და ნიუანსების გარეშე? არ ვიცი. კონფერენცია, რომელსაც მე ვაწყობ თბილისში, ქალ პოლიტიკურ ლიდერებთან, ასევე, კულტურული თუ ეკონომიკური სფეროს ლიდერ ქალებთან, გამიზნულია დისკუსიისათვის სხვადასხვა კონფლიქტებისა და გარკვეული კონფლიქტების მართვაში ქალების მონაწილეობის შესახებ.
0
0