18/03/2022
13:46
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ ევროპას საჭირო გადაწყვეტილებები არ მიუღია და სისხლის ღვრა განგრძობადი პროცესი იქნება. პოდოლიაკმა განცხადება საკუთარ TELEGRAM არხზე გაავრცელა.
პოდოლიაკმა, გავრცელებულ განცხადებაში ევროპის უმოქმედობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შეშფოთების გამოხატვამ, მაშინ როდესაც ევროპული კომპანიები რუსეთის დატოვებას ერიდებიან, ფასი დაკარგა.
„სამწუხაროდ, ევროპას ჯერ არ მიუღია საჭირო გადაწყვეტილებები. ასე რომ, სისხლის ღვრა გაგრძელდება. მეტიც, საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი უკვე პირდაპირ საუბრობს, თავად ევროპაში, „დიდი ომის“ შესაძლებლობაზე. და რა? და არაფერი...
ევროპული კომპანიები ერიდებიან რუსეთის დატოვებას. გერმანელ ბიზნესმენებს კი სურთ აჩვენონ, რომ არაფერი ხდება. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ კანცლერი შოლცი, რომელიც ცდილობს გაამართლოს თავისი გაურკვევლობა, სთავაზობს საზოგადოებას, რომ რიგით რუსებსა და პუტინს შორის განსხვავება დაინახონ. თითქოს სულაც არ არის იგივე.
და როგორც ჩანს, რუსი ჯარისკაცების 200 000 კაციანი ჯგუფი, რომლებიც პირდაპირ ეთერში ესვრიან უკრაინელ სამოქალაქო პირებს, არ არიან რუსეთის მოქალაქეები და მათი ოჯახები იქ არ ცხოვრობენ. სამწუხაროდ, ევროპაში ეს უკიდურესად მცდარი და მავნე ტენდენციაა. პრორუსული ლობისტებიც აქტიურად მუშაობენ. მაგრამ მთავარი უნდა გვახსოვდეს: ოფიციალურად რუსების 71% (დღეს განახლებული მონაცემებით - 86,4%) კატეგორიულად უჭერს მხარს უკრაინის წინააღმდეგ ომს და ჩვენი მოქალაქეების მასობრივ მკვლელობას.
კიდევ ერთხელ დააკვირდით რუსული კანიბალიზმის ნიშნებს. განთავისუფლდით ილუზიებისგან, ჩვენო ევროპელ მეგობრებო“, - განაცხადა პოდოლიაკმა.
0
0