24/03/2023
13:28
საქართველოში მედიათავისუფლების დანახვა შესაძლებელია შეუიარაღებელი თვალით
საქართველოში იმისთვის, რომ მედიის თავისუფლება დავინახოთ და შევაფასოთ ეს შესაძლებელია შეუიარაღებელი თვალით. ძალიან ბევრი კრიტიკული მედია არსებობს ჩვენს ქვეყანაში და ვფიქრობ, რომ სწორედ დღეს საქართველოში ყველაზე თავისუფალია მედია ჩვენი ხელისუფლების პირობებში და ეს არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ თუ რა მოიტანა ამ ხელისუფლებამ, ეს არის ერთ-ერთი მედია თავისუფლება და თქვენს სიმრავლესაც და საინფორმაციო ბადესაც ეტყობა, რომ კრიტიკული მედია არსებობს ქვეყანაში, კრიტიკული მედია ფუნქციონირებს ამ ქვეყანაში და ეს ნაწილია დემოკრატიული განვითარების. რაც შეეხება კონკრეტულ სამართლებრივ შემთხვევებს, სასამართლოში მიმდინარე სისხლის სამართლის საკითხებს მე ვფიქრობ, რომ არანაირი კავშირი არ აქვს მედიათავისუფლებასთან. აქ მედიათავისუფლება კიდევ უფრო გაძლიერდება, ეს ნაწილია 12 პუნქტის რომელსაც ძალიან მყარად ვასრულებთ
0
0