27/03/2022
12:59
დღეს მე ორჯერ ვესაუბრე პოლონეთის პრეზიდენტს, ანდჟეი დუდას, ჩვენს ხალხზე, ვინც უსაფრთხოება პოლონეთში იპოვა. და [ვესაუბრე] ჩვენი საერთო უსაფრთხოების გაძლიერების საჭიროებაზე. ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოებასა და რეალურად, ყველა ევროპელის უსაფრთხოებაზე.
რა არის ამ უსაფრთხოების ფასი? ეს [ფასი] ძალიან კონკრეტულია. ეს არის თვითმფრინავები უკრაინისთვის. ეს არის ტანკები ჩვენი სახელმწიფოსთვის. ეს ანტი-სარაკეტო თავდაცვაა. ეს ანტი-საზღვაო შეიარაღებაა. ეს ისაა, რაც ჩვენს პარტნიორებს აქვთ. ეს ისაა, რაც მათ საწყობებში უბრალოდ მტვრითაა დაფარული. ბოლოს და ბოლოს, ეს მხოლოდ უკრაინაში თავისუფლებისთვის არაა - ეს ევროპაში თავისუფლებისთვისაა.
რადგან შეუძლებელია, [ევროპის] კონტინენტზე ყველასთვის მისაღები იყოს თუ ბალტიის ქვეყნები, პოლონეთი, სლოვაკეთი და მთელი აღმოსავლეთ ევროპა რუს ოკუპანტებთან შეტაკებების რისკის ქვეშაა.
რისკის ქვეშ მხოლოდ იმის გამო, რომ მათ NATO-ს მთელი თვითმფრინავების მხოლოდ ერთი პროცენტი დატოვეს სადღაც ანგარებში [თვითმფრინავების შესანახი საწყობი]. ერთი პროცენტი! ჩვენ ამაზე მეტს არ ვითხოვდით. და ჩვენ არ ვითხოვთ ამაზე მეტს. და ჩვენ უკვე 31 დღეა ვიცდით!
0
0