09/11/2023
23:09
იქ არ ვიქნებოდით, სადაც ვართ, რომ არ ყოფილიყო უკრაინა და უკრაინელების ბრძოლა
"ყველამ იცის და აღიარებს, რომ იქ არ ვიქნებოდით, სადაც ვართ, რომ არ ყოფილიყო უკრაინა, უკრაინელების ბრძოლა და გარკვეულწილად ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომელსაც ჩვენ არამარტო ვიღებთ….
გუშინ საღამოს მე დავურეკე პრეზიდენტ ზელენსკის და მაია სანდუს, რათა მიმელოცა ორივესთვის და მადლობა გადამეხადა პრეზიდენტ ზელენსკისთვის, რომ მან გარკვეულწილად დააჩქარა ეს პროცესი, მისი ნებისგან დამოუკიდებლად, რუსეთის აგრესიის შედეგად. საკუთარი, ჩვენი და ევროპის თავისუფლებისთვის მათმა ბრძოლისუნარიანობამ გამოიწვია ის, რომ ვართ იქ, სადაც ვართ უფრო ადრე, ვიდრე ეს ევროპული კალენდრით იყო გათვალისწინებული. მან დააჩქარა ევროპული კალენდარი.-" განაცხადა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა France 24-თან ინტერვიუში.
0
0