24/03/2023
13:23
EU-სკენ გზა ვერ შემოკლდება, განსაკუთრებით, ღირებულებების კუთხით
ჩვენ გვინდა, ვნახოთ საქართველო ევროკავშირში და გვინდა, რომ ქართველებმა გაამდიდრონ ევროკავშირი. ჩვენ მხარს დაგიჭერთ ამ გზაზე. თქვენ გყავთ მეგობრები ბრიუსელსა და ბერლინში, ვისი იმედიც შეგიძლიათ გქონდეთ, ვინც თანასწორად და გულწრფელად დაგიჭერენ მხარს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და ვინაიდან ვართ მეგობრები, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს გზა ერთობლივად, გულწრფელად გავიაროთ. მათ შორის ის, რომ მარტივი არ არის ამ ინტეგრაციის გზის გავლა ევროკავშირში. ჩვენ ვნახეთ ცალკეულ ქვეყნებში გასული წლების და ათწლეულების განმავლობაში აუცილებელია რეფორმები, გარკვეული მუხტის არსებობა და რა თქმა უნდა, ევროკავშირის მხრიდანაც ძალისხმევა და ეს გზა ვერ შემოკლდება, განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, ღირებულებების კუთხით.
განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა საქართველოს საგარეო მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
0
0