20/02/2023
15:32
ამერიკა შენს გვერდითაა - ბაიდენი უკრაინაზე
„ამერიკა შენს გვერდითაა, მსოფლიო შენს გვერდითაა“, - ასე მიმართა უკრაინას აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სიტყვით გამოსვლისას.
ბაიდეის თქმით, მას "ნათლად ახსოვს" ომის დაწყება, გასული წლის 24 თებერვალს, როდესაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში მომხდარი აფეთქებების შესახებ განაცხადა.
"ომის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ, კიევი, უკრაინა ფეხზე დგას და ქვეყნის დემოკრატიული ღირებულებები კვლავ ურყევია. ამერიკელები და მსოფლიო თქვენს გვერდით დგანან", - თქვა ბაიდენმა.
"ღრმად მჯერა, რომ უკრაინა რუსეთზე გაიმარჯვებს სამი მეოთხედი საუკუნის მანძილზე ამ ყველაზე მასშტაბურ სახმელეთო ომში. ვლადიმერ პუტინის მიზანი - უკრაინა რუკიდან წაშალოს - წარუმატებელია. ათობით ათასი რუსი გაიქცა ქვეყნიდან, რადგან რუსეთში თავიანთ მომავალს ვერ ხედავენ,“ - დასძინა ბაიდენმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაგმო თითქმის ერთი წლის წინ უკრაინაში რუსული არმიის "ბარბაროსული" შეჭრა.
0
0