06/02/2025
00:08
პოლიტიკა
![main-img](https://spnews.io/storage/files/tina%20xidasheli.jpg)
“ქართულ მედიას ვერ აჩერებენ, ამიტომ გადაწყვიტეს, რომ ცენზურის სამინისტრო შექმნან” – ასე აფასებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი ივანიშვილის მიერ კრიტიკული მედიის დასახრჩობად დაინიცირებულ კანონპროექტს.
ხიდაშელის თქმით, მსგავსი კანონპროექტებით ივანიშვილის გუნდი წინააღმდეგობის მოძრაობას უფრო გაზრდის.
“მაინც ვერ აჩერებენ ქართულ მედიას, ამიტომ გადაწყვიტეს, რომ ჩვეულებრივი ცენზურის სამინისტროს შექმნან. ამის გამოცდილება გვაქვს ჩვენ ქვეყანაში. ამიტომ შეეცდებიან, რომ ყველა სიტყვა გააკონტროლონ კანონით რეგულაციაში. არ სჭირდებათ ამდენი წვალება, საოცრად ბევრს წვალობენ. ახლავე ვასწავლი, რა უნდა გააკეთონ. ინტერნეტი უნდა გათიშონ საქართველოში. რამდენ ასეთ სადამსჯელო ღონისძიების ჩატარებასაც გადაწყვეტენ, უფრო გაზრდიან და გააფართოებენ წინააღმდეგობის მოძრაობას. ეგ პრობლემა არ არის, შეუძლიათ ახალი კანონები წერონ, როგორც წინა კანონი დაიხიეს თავზე, ისე დაიხევენ ამას თავზე.
2023-ში ვერ მიიღებს, 2024-ში მიიღეს. ზუსტად იგივე ბედი ელის ამ ახალსაც. საჯარო დაწესებულებებში ფული, დასავლური დონორების ფული იყო მუდამ. ძალიან დიდი დაფინანსებას იღებდა განათლების სამინისტრო, თავდაცვის სამინისტროზე აღარ ვლაპარაკობ. რა თქმა უნდა, მთელი სამხედრო პროგრამა ამერიკელების მხარდაჭერით იყო დაფინანსებული", – ამბობს თინა ხიდაშელი.
ცნობისთვის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ხელისუფლება “მედიის ობიექტურობასა და ეთიკის სტანდარტებს” დაადგენს. მისივე ცნობით, კანონით აიკრძალება მედიასაშუალების უცხოური წყაროებიდან დაფინანსება.
0
0