27/01/2025
15:06
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილს, როგორც მაკკეინის ინსტიტუტში დასაქმებულ ადამიანს, ეს სასაუბრო უკვე სრულად აქვს ათვისებული. ქალბატონი ლორა თორნტონი იქნება ეს თუ სალომე ზურაბიშვილი, მათ შორის უკვე სხვაობა აღარ არის, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიასთან საუბრისას.
„გახსოვთ ქალბატონი ლორა თორნტონი წუხდა, რომ საქართველოში სისხლი არ დაიღვარა აქციების დროს და ეს არის ზუსტად მათი გეგმა საბოლოო ჯამში, მეორე უკრაინა. ეს არის საითკენაც უნდათ, რომ გააქანონ საქართველო. ხედავთ, რომ უკრაინაში ომი დასრულებისკენ მიდის და როგორც ჩანს რომელიღაცა პოლიტიკურ დაჯგუფებებს სურთ ჰქონდეთ კიდევ ერთი ცხელი კერა და საქართველო აქციონ იარაღად საკუთარ პოლიტიკურ თამაშებში.
ამაში ქალბატონი სალომე, როგორც მაკკეინის ინსტიტუტის ერთგული თანამშრომელი ვხედავთ, რომ სრულად არის ჩართული“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
0
0