Vogue-ის მთავარმა რედაქტორმა ანა ვინტურიმ ჩარლზ III-თან შეხვედრის დროს, თავისი ცნობილი შავი სათვალე მოიხსნა, რომლის გარეშეც ის საზოგადოების წინაშე არ ჩნდება
06/02/2025
15:30
მსოფლიო
A-
+A
დიდი ბრიტანეთის მეფის, ჩარლზ III-თან შეხვედრისას Vogue-ის მთავარმა რედაქტორმა ანა ვინტურიმ თავისი ცნობილი შავი სათვალე მოიხსნა, რომელიც მის ერთგვარ „საფირმო ნიშნად“ იქცა. ის საზოგადოებაში მის გარეშე არ ჩნდებოდა, - წერს CNN-ი.
ჩარლზ III-მ ანა ვინტურის ვიქტორიანული რაინდის ღირსების ორდენი გადასცა მოდის სფეროში შეტანილი წვლილისთვის.
ორდენი გაიცემა ხელოვნებაში, ლიტერატურაში, მუსიკაში, მეცნიერებაში, პოლიტიკაში, რელიგიაში შეტანილი წვლილისთვის. ამ ორდენით მსოფლიოში სულ 65 ადამიანია დაჯილდოებული.
ბრიტანელი ჟურნალისტი, ანა ვინტური Vogue-ის მთავარი რედაქტორის ადგილს 1988 წლიდან იკავებს. ის მოდის სფეროში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად ითვლება.
0
0
32
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%