27/01/2025
14:21
საზოგადოება
ვირუსებს შორის გრიპი წამყვანია, 60% გრიპის ვირუსზე მოდის. ეპიდემიურ ზღვართან ახლოს არ ვართ, მაგრამ ყველა ფრთხილად ვიყოთ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა პაატა იმნაძემ განაცხადა.
როგორც იმნაძემ აღნიშნა, გრიპის ვირუსის სეზონი აპრილამდე გრძელდება.
„ზამთარი გრიპის გარეშე არავის გვინახავს. კორონავირუსის დროს, კორონავირუსმა „დაჩაგრა” გრიპი, ძალიან ცოტა გრიპის ვირუსი გვქონდა. ახლა, ზამთრის სეზონია, ჩვეულებრივი ვირუსებია, მათ შორის კი გრიპია წამყვანია, 60% გრიპის ვირუსზე მოდის. ეპიდემიურ ზღვართან ახლოს არ ვართ, მაგრამ ყველა ფრთხილად ვიყოთ. შეგახსენებთ, რომ გრიპის ვაქცინა დღესაც ხელმისაწვდომია, აპრილამდე გრძელდება გრიპის სეზონი, ამიტომ ვისაც აცრა არ გაქვთ გაკეთებული, აიცერით“, - აღნიშნა იმნაძემ.
0
0