04/02/2025
18:19
მსოფლიო
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID-თან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
“ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) დიდი ხანია დაშორდა თავის თავდაპირველ მისიას, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამერიკის ინტერესების წინსვლაზე საზღვარგარეთ, და ახლა სრულიად ნათელია, რომ USAID-ის დაფინანსების მნიშვნელოვანი ნაწილი არ შეესაბამება ამერიკის შეერთებული შტატების ძირითად ეროვნულ ინტერესებს.
როგორც შუალედური ნაბიჯი სააგენტოს საქმიანობაზე კონტროლისა და უკეთ გააზრებისკენ, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მდივანი მარკო რუბიო ადმინისტრატორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა.
რუბიომ აცნობა კონგრესს, რომ მიმდინარეობს USAID-ის საგარეო დახმარების საქმიანობის განხილვა პოტენციური რეორგანიზაციის მიზნით.
როგორც კი ჩვენ შევაფასებთ USAID-ს და დავრწმუნდებით, რომ ის შეესაბამება ამერიკის პირველ დღის წესრიგს და სახელმწიფო დეპარტამენტის ძალისხმევას, ჩვენ გავაგრძელებთ ამერიკელი ხალხის ინტერესების დაცვას”,_ ნათქვამია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
0
0