26/01/2025
18:06
მსოფლიო
თურქეთში, სათხილამურო კურორტ კარტალკაიაში, სასტუმროში გაჩენილი ხანძრის საქმეზე უკვე 15 ადამიანია დაკავებული. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
Grand Kartal Hotel-ში გაჩენილი ხანძრის შედეგად 78 ადამიანი დაიღუპა და ათეულობით დაშავდა.
ცნობისთვის, 12-სართულიანი ხის სასტუმროს რესტორანში ხანძარი 21 იანვარს, დილის სამ საათზე გაჩნდა, სადაც 237 ადამიანი იმყოფებოდა.
სულ მცირე ორი ადამიანი, პანიკურ მდგომარეობაში, თავის შველის მიზნით სასტუმროს ფანჯრიდან გადახტომას ემსხვერპლა. მედიის ცნობით, ხანძრისგან თავის დაღწევის მიზნით სასტუმროს ბინადრები ზეწრების გამოყენებით ცდილობდნენ შენობის მაღალი სართულებიდან გადმოსვლას.
საქმეზე გამოძიება გრძელდება. თურქეთის პრეზიდენტმა პასუხისმგებელი პირების დასჯის პირობა დადო და ყველას დაზარალებულთა სოლიდარობისკენ მოუწოდა.
თურქეთის სამთო-სათხილამურო კურორტზე დატრიალებული ტრაგედიის გამო, ქვეყანაში 22 იანვარი გლოვის დღედ იყო გამოცხადებული.
0
0