27/01/2025
12:05
პოლიტიკა
ჩვენ შეჩერებული გვაქვს უვიზო რეჟიმი დიპლომატიურ პასპორტებზე. ასევე, მთავრობის მხარდასაჭერად გამოყოფილი თანხები გადავეცით არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოებას, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ქართველი ხალხის ხელშია, რომ ეს საკითხი მოაგვარონ, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა.
აღნიშნული განცხადება კალასმა ევროაკვშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა.
„ჩვენ ასევე მოკლედ განვიხილავთ საქართველოს საკითხს. რა თქმა უნდა, ჩვენ ახლა შეჩერებული გვაქვს უვიზო რეჟიმი დიპლომატიურ პასპორტებზე. ჩვენ ასევე მთავრობის მხარდასაჭერად გამოყოფილი თანხები გადავეცით არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოებას მათი მისიის მხარდასაჭერად, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ქართველი ხალხის ხელშია, რომ ეს საკითხი მოაგვარონ“, – განაცხადა კაია კალასმა.
0
0