27/01/2025
11:51
მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა სატელეფონო საუბრისას „ორ ქვეყანას შორის მჭიდრო და თბილი კავშირების მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნეს“ და „უახლოეს მომავალში შეხვედრაზე შეთანხმდნენ“.
კირ სტარმერმა აშშ-ის პრეზიდენტს ინაუგურაცია მიულოცა და დადებითად შეაფასა მისი "როლი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გაცვლაზე შეთანხმების უზრუნველყოფაში".
ორმა ლიდერმა "ახლო აღმოსავლეთში უსაფრთხოებისთვის ერთობლივი მუშაობის მნიშვნელობა", ასევე "სავაჭრო და ეკონომიკური" საკითხები განიხილა.
კირ სტარმერმა აშშ-ის ლიდერს განუმარტა, თუ როგორ აპირებს გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკის დერეგულირებას. თავის მხრივ, დონალდ ტრამპმა "სამეფო ოჯახის მიმართ პატივსცემა და სიყვარული გამოხატა". ტრამპმა ასევე სტარმერს ძმის დაკარგვის გამო მიუსამძიმრა, რომელიც Boxing Day-ის პერიოდში გარდაიცვალა.
,,კირი ამ დრომდე ძალიან კარგ საქმეებს აკეთებს. ის ლიბერალია, რითიც ცოტათი განსხვავდება ჩემგან, მაგრამ, ვფიქრობ, ის ძალიან კარგი ადამიანია. შეიძლება, მის ფილოსოფიას არ ვეთანხმები, მაგრამ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.
0
0