14/11/2023
15:25
მსოფლიო
როგორც ცნობილია, 12 ნოემბერს, სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა იუნ სოკ იოლმა აშშ-ის თავდაცვის მდივანს ლოიდ ოსტინს საკუთარ სახლში სადილზე უმასპინძლა. მან ოსტინს მოუწოდა, რომ ჩრდილოეთ კორეის მხრიდან ნებისმიერი ტიპის თავდასხმასთან დაკავშირებით ყურადღებით ყოფილიყო, მათ შორის მოულოდნელი თავდასხმების მიმართ, რომლებიც ,,ჰამასის სტილის ტაქტიკას ჰგავს".
გასულ თვეში, სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარემ ასევე განაცხადა, რომ თუ ფხენიანი მომავალში სამხრეთის წინააღმდეგ ომს აპირებს, არსებობს მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც, "შესაძლოა ისრაელზე ,,ჰამასის“ თავდასხმის მსგავსი შეჭრა განმეორდეს". როგორც 21-ე საუკუნის სამხედრო კვლევების ინსტიტუტის მკვლევარმა რიუ სუნგ-იოპმა აღნიშნა, ჩრდილოეთ კორეა ტრადიციულად ძალიან კარგად მუშაობს და დასძინა, რომ თუ ის ჰიბრიდულ ომში ჩაერთვება, სეული დაზარალდება.
უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტები ამბობენ, რომ ჩრდილოეთ კორეის სტრატეგია 13 წლის წინ სამხრეთ კორეის კუნძულის დაბომბვის შემდეგ განვითარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი მიზანი საზღვრის გარღვევა კი აღარ იქნება, არამედ დედაქალაქ სეულის განადგურება.
,,მიუხედავად იმისა, რომ ,,ჰამასი“, ძირითადად, მცირე დისტანციის რაკეტებს იყენებს, ჩრდილოეთ კორეის რაკეტების ფრენის დიაპაზონი ბევრად უფრო დიდია და მისი არტილერიაც მრავალფეროვანია. მათი დარტყმის უნარი ბევრად აღემატება ,,ჰამასის“ რაკეტების სიმძლავრეს", - აღნიშნა ჩრდილოეთ კორეის ეროვნული გაერთიანების ინსტიტუტის დირექტორმა ჰონ მინიმ.
„ჩრდილოეთ კორეას, ამჟამად, ,,ჰამასის“ მსგავსი ტაქტიკის გამოყენების მიზეზი არ აქვს. ჩრდილოეთ კორეა, თავისი არმიით და ბირთვული იარაღით, სუვერენული ქვეყანაა,“ - განაცხადა ჩრდილოეთ კორეის მთავრობის თავდაცვის საკითხებში ყოფილმა მრჩეველმა ჩო სეონგ რიულმა.
როგორც BBC-ი წერს, გარდა ამისა, სამხრეთ კორეამ და შეერთებულმა შტატებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ სამხრეთზე ნებისმიერი თავდასხმა კიმ ჩენ ინის რეჟიმის დასასრულს გამოიწვევს, კიმ ჩენ ინის მთავარი პრიორიტეტი კი ყოველთვის რეჟიმის გადარჩენა იყო. მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთ კორეამ 2018 წლის შემდეგ რამდენჯერმე დაარღვია სამხედრო შეთანხმება, შეტაკებების რაოდენობა შემცირდა, რის გამოც ზოგიერთი ექსპერტის ვარაუდით, „შეთანხმების გაუქმებით, რეალურ დროში, შეიძლება საზღვართან ახლოს მონიტორინგი ოდნავ გააუმჯობესდეს, მაგრამ არა - მნიშვნელოვანწილად“.
0
0