12/01/2022
17:48
პოლიტიკა
მისი თქმით, ამიტომ ასეთ ადამიანებს სულ მცირე მოუწოდებს, ერთ არჩევნებში მაინც არ მიიღონ მონაწილეობა. შალვა ნათელაშვილის განმარტებით, მაგალითად, აშშ-ის ყველა შტატში მეოცე საუკუნემდე ქონებრივი ცენზი იყო დაწესებული, ხოლო ინგლისში ადამიანს 40 შილინგი შემოსავალი თუ არ ჰქონდა, არჩევნებში ვერ მონაწილეობდა და ეს ხდებოდა არა იმიტომ, რომ მოქალაქეები დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ჰყავდათ, არამედ იმ მიზნით, რომ მდიდარ კანდიდატს გაჭირვებულის ხმა არ ეყიდა.
„ჯანდაბას, აიღონ ასაღები, ოღონდ, არჩევნებზე არ მოვიდნენ და ისტორიული ექსკურსი, რომელიც მე გავაკეთე, იყო სრული ჭეშმარიტება, რადგან ამერიკის შეერთებული შტატების ყველა შტატში მეოცე საუკუნემდე ქონებრივი ცენზი იყო დაწესებული, ხოლო ინგლისში 40 შილინგი შემოსავალი თუ არ ჰქონდა, არჩევნებში ვერ მონაწილეობდა. ასე იყო მთელი მსოფლიო, ეს იყო იმ მიზნით, რომ მდიდარ კანდიდატს არ ეყიდა გაჭირვებულის ხმა და არა იმიტომ, რომ ის დისკრიმინაციაში ჰყავდათ. მეტსაც გეტყვით, ვირჯინიისა და მერილენდის შტატებში ფერმერს უნდა გამოეყვანა ძროხები, კომისია თვლიდა, რამდენი ძროხა ჰყავდა და შემდეგ ეძლეოდა საარჩევნო უფლება, რომ რძეზე არ გაყიდულიყო. რა თქმა უნდა, ახლა იმ წესს, ქონებრივ ცენზსს ვერავინ აღადგენს, მაგრამ ის, რომ ჩვენ დავანამუსოთ ხმების გამყიდველები, შევარცხვინოთ, ვამხილოთ და გამოვაჭენოთ, მოვუწოდოთ, რომ ერთი არჩევნები მაინც გამოტოვონ და დაგვასვენონ, ლეგიტიმური მოთხოვნაა და ამას გავიმეორებ მილიარდჯერ. მათ შორის შიგ პირში ვეტყვი იმათ, ვინც ხმას ყიდის. შეაშინონ ის, ვინც შეუშინებიათ ამ კურდღლებს“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
0
0