05/02/2025
23:48
პოლიტიკა
![main-img](https://spnews.io/storage/files/tea%20wulukianii.png)
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, თეა წულუკიანმა გადაცემა "ღამის კურიერში" სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაინიციირებულ ცვლილებებთან დაკავშირებით ისაუბრა.
როგორც წულუკიანმა აღნიშნა, მას, როგორც თანამდებობის პირს, აქვს თმენის ვალდებულება, თუმცა ხშირად მისი ოჯახის წევრებს ესხმიან თავს, რომლებსაც საჯარო პირად ყოფნა არ აურჩევიათ, ამიტომ ეს პირად ცხოვრებაში შეჭრაა.
თეა წულუკიანის თქმით, მისი ოპონენტები ხშირად აღიარებენ, რომ ევროპაში კანონები და წესები უნდა მოქმედებდეს, თუმცა საქართველოში იგივე კანონები შეზღუდვად აღიქმება.
"ვხედავთ, რომ საჯარო მოხელეებში, ძალოვან სტრუქტურებშიც კი და პოლიტიკური თანამდებობის პირებში არის დაუცველობის სრული განცდა. ეს ძალიან ცუდია თვითონ სახელმწიფოსთვის, იმიტომ, რომ მე, როგორც ერთ პოლიტიკური თანამდებობის პირს, მაქვს თმენის ვალდებულება და მგონია, რომ ყველაფრით დავამტკიცე, რომ თმენის ვალდებულებას ღირსეულად ვუსწორებ თვალს, მაგრამ არანაირი ამგვარი თმენის ვალდებულება არ უნდა ჰქონდეს ჩემი ოჯახის წევრებს, რომლებსაც არ აურჩევიათ საჯარო პირად ყოფნა.
როდესაც ტელევიზიები არაერთხელ დარეკავენ კარზე ზარს, მოხუც მშობლებს სტუმარი ჰგონია, შემდეგ სახლში იჭრება ოპერატორი და ჟურნალისტი და ოთახიდან ოთახში დარბის, ამაზე კარგად უნდა ვიმსჯელოთ, სამოსამართლეო პრაქტიკა უნდა ჩამოყალიბდეს, იმიტომ, რომ ეს ცალსახად არის პირად სივრცეში შეჭრა და ეს უნდა ისჯებოდეს მკაცრად.
ამგვარი რამ იმ დასავლეთში, რომელშიც ისინი უკვე შევიდნენ და უკან ვეღარ გამოდიან, აბსოლუტურად დაშვებული და მიუღებელია. ეს ყველაფერია ევროპულის გარდა. რატომღაც ჩვენ ძალით გვაცხოვრებენ რეალობაში - კი ბატონო, ევროპაში უნდა იყოს კანონები და წესები, მაგრამ აქ იგივე კანონები და წესები არის დარღვევა და შეზღუდვა", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
0
0