05/02/2025
23:59
პოლიტიკა
"პარლამენტში ოპოზიციისთვის საბრძოლი თემები ყრია. უხეშად ვამბობ, მაგრამ ყრია. გავთქვამ ჩემს თავს და მიფიქრია, მაგალითად, ახლა მე რომ ვიჯდე მეორე მხარეს, რამდენი რამეა სათქმელი. არ იყენებენ [ამ შესაძლებლობას,] ღალატობენ საკუთარ ამომრჩეველს და აქ საუბარი არ არის იმაზე, რომ დაჯდეს მეორე მხარეს ოპოზიცია და ჩემს თვალში ეძებოს ბეწვები, საუბარი არის რეალურ თემებზე," - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თეა წულუკიანმა, "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.
წულუკიანის თქმით, ოპოზიციის სწორ და მწვავე ოპონირებას ხელისუფლების მხრიდან შესაბამისი შედეგი ექნება.
"სცადეს კივილ-წივილი და შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან ბევრ შემთხვევაში მათმა არაკომპეტენტურმა წივილ-კივილმაც კი რაღაც შედეგი მოიტანა, იმიტომ, რომ ესეც ოპონირების ფორმაა. მით უმეტეს, თუ იქნებიან სერიოზული ძალები, რომლებიც დასხდებიან და მუხლობრივად თუ პუნქტობრივად, როგორც მე ვეძახი, საფლავში ჩაგვყვებიან, აქედან მე მჯერა, იმიტომ, რომ ამას ვხედავ, უკეთესი შედეგი დაიდება ხელისუფლების მიერ. უფრო მეტ ხეზე ცოცვას მე ვერავის ვასწავლი, მაგრამ თუ ჭკუა აქვთ, არსებობს მწვავე განცდა იმისა, რომ მწვავე ოპონირება გვჭირდება," - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
0
0