05/02/2025
12:03
საზოგადოება
კლინიკა “ვივამედის“ დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე აცხადებს, რომ “ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
აღნიშნულის შესახებ მან “ინტერპრესნიუსთან” სატელეფონო საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, მზია ამაღლობელს კლინიკაში “მონიტორინგის პროცესი უგრძელდება”.
“ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ჩაუტარდება დამატებითი კვლევები”,- აღნიშნა ჩხაიძემ.
მზია ამაღლობელი კლინიკა “ვივამედში” სამედიცინო კვლევების ჩატარების მიზნით გუშინ გადაიყვანეს.
ონლაინგამოცემების - "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი მზია ამაღლობელი, 25-ე დღეა შიმშილობს. მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით არის დაკავებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით, ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.
0
0