31/01/2025
12:25
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი ნატო ჩხეიძე სოციალური ქსელით პარტია "ახალი"-ს ლიდერს ნიკა გვარამიას მიმართავს.
“ მთავარი არხის” ეთერში რომ ყოჩობს ნიკა გვარამია, წამყვანს ებაქიბუქება და ნატო ჩხეიძის გვარსა და სახელს თავის გემოზე ახსენებს, მოიკრიბოს საჯარო პასუხისმგებლობა, თუ ასეთი რამ გააჩნია, ჩემთან ერთად მოვიდეს პირდაპირ ეთერში და კალმისტრის მაგიდაზე კაკუნის ხალისი სადამდე ეყოფა, იქვე გაირკვევა:))პ.ს. გვარამია აშკარა ხედავს, რომ “მთავარ არხზე” გავლენას კარგავს და მასთან ერთად პოლიტელიტის აღთქმულ მომავალსაც… და შესაბამისად, აჭრილია. გაბედოს და პირისპირ დამელაპარაკოს. იქ გამოიჩინოს თავი, თუ ბიჭია!..:))პ.პ.ს. ცხადია, ოპოზიციური ტელემედიის ეთერს ვგულისხმობ." - წერს ნატო ჩხეიძე "ფეისბუკზე".
შეგახსენებთ, ადრე ნიკა გვარამიამ დაწერა: გამომეცხადა ნატო ჩხეიძე, ტექსტით: "ჩვენ სამი კაცი გვეკუთვნის სიაში - მე მეხუთე ნომერი (ნუ რაკიღა 4 ლიდერი ხართ), ჩემი ძმა, როსტომ ჩხეიძე - მეათე და ვინმე კიდევ ოცეულში"- ყბა ჩამომივარდა გაკვირვებისგან
მთავარი არხის" გენერალური დირექტორმა გიორგი გაბუნიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ გოგი ქურდაძე ზაზა ოქუაშვილის დავალებით ბლოკავს ყველა ფინანსურ ოპერაციას კომპანიაში და უარს ამბობს კომპანიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კონტრაქტების გაფორმებაზე. - ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა, დახუროს "მთავარი არხი" - სადამდეც შევძლებთ, ისევ ვიბრძოლებთ და ვიქნებით ეთერში ჩვენი მაყურებლისთვის და ქართველი ხალხისთვის
ზაზა ოქუაშვილი: ნიკა გვარამიას და გიორგი გაბუნიას საქმიანობა არის იმის მაგალითი, როგორ ამოეფარო მედიას და ქვეყანაში მიმდინარე ვითარების ხარჯზე, გამოიყენო და გადააქციო ტელევიზია საერთაშორისო მასშტაბით მილიონობით დოლარის გათეთრების მანქანად
0
0