27/01/2025
16:49
პოლიტიკა
დღეს გვქონდა შეხვედრა მის აღმატებულებასთან, პრეზიდენტთან, სადაც გაფორმდა ჩვენი ქვეყნისა და ორმხრივი თანამშრომლობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მემორანდუმი, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჟურნალისტებს განუცხადა.
კახა კალაძის თქმით, მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი დეველოპერული კომპანია Emaar Group-ი შემოდის საქართველოში, რომელიც თბილისსა და აჭარაში, ბათუმში განახორციელებს პროექტებს.
„რამდენიმე მილიარდი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდება. ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის ეკონომიკა კიდევ უფრო გაიზრდება, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, ამ პროცესში ჩართული იქნება ქართული კომპანიები, ყველანაირად ძალიან მაგარია. საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიას თუ გადავხედავთ, არ მახსოვს ამ მასშტაბის და ამხელა ინვესტიცია კონკრეტულ ერთ პროექტში, რაც ძალიან მაგარია და ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით. ეს ნიშნავს, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და საქართველოს ურთიერთობა უკვე სულ სხვა საფეხურზე გადავიდა“, – განაცხადა თბილისის მერმა.
0
0