07/02/2025
11:39
პოლიტიკა
![main-img](https://spnews.io/storage/files/chergoleishviliiiiii.jpeg)
"მიგვაჩნია, რომ რიგითი პოლიციელიდან, პროკურორიც, მოსამართლეც, ყველა უნდა დასანქცირდეს. მათ არ უნდა მიეცეთ ევროპაში გასვლის შესაძლებლობა, მათ არ უნდა მიეცეთ ამერიკაში გასვლის შესაძლებლობა, მათ არ უნდა მიეცეთ დასავლური სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა", - ამის შესახებ "ფედერალისტების" ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, "ფედერალისტები" აგროვებენ ყველ გამომძიებლის, პოლიციელის, პროკურორის და ყველა მოსამართლის შესახებ ინფორმაციას, რომლებიც ჩართულები არიან "არაკანონიერ მოქმედებებში".
"ნინი ბადურაშვილი, რომელმაც იმედი დატოვა, არ თქვა, რომ პოლიტიკის გამო დატოვა, არც პროტესტი გამოუხატავს, მაგრამ მას აღარ აწყობდა იქ ყოფნა. აქამდე აწყობდა იქ ყოფნა და ახლა აღარ აწყობს. ანუ, ჩვენ უნდა მივიყვანოთ საქმე იქამდე, რომ რეჟიმის რბილ ქსოვილებს, აქ ლაპარაკი არ არის ხიშტებზე, რომელსაც ვთქვათ რაღაც ღირსების ორდენებს ჰკიდებენ, პრემიებს აძლევენ და რაღაცას იღებენ იმ დანაშაულში, რასაც სჩადიან ქართველი ხალხის წინაშე. აქ საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებიც კარგი ცხოვრებისთვის იყვნენ რეჟიმთან და ხედავენ, რომ ეს კარგი ცხოვრება მათ ვეღარ ექნებათ და გაფართოებადი პროტესტი და პროტესტი, რომელიც ფართოვდება, პროტესტი რომელიც მიმზიდველია, პროტესტი, რომელიც თავისი მდგრადობით მომხიბვლელია, ეს შლის რეჟიმის რბილ ქსოვილებს. ანუ, პროტესტის სამიზნე უნდა იყოს რეჟიმის რბილი ქსოვილები და პოლიტიკური პარტიების სამიზნე, მათ შორის, უნდა იყოს რეჟიმის ხიშტები.
ჩვენ, ფედერალისტები, ვაგროვებთ ყველ გამომძიებლის, ყველა პოლიციელის, ყველა პროკურორის და ყველა მოსამართლის შესახებ ინფორმაციას, რომლებიც ჩართულები არიან რეჟიმის ანტიეროვნულ, არაკანონიერ მოქმედებებში. ამას ვაწვდით ჩვენ დასავლეთში ყველა ჯგუფს, რომელიც სანქციებზე მუშაობს. იმიტომ, რომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ რიგითი პოლიციელიდან, პროკურორიც, მოსამართლეც, ყველა უნდა დასანქცირდეს. მათ არ უნდა მიეცეთ ევროპაში გასვლის შესაძლებლობა, მათ არ უნდა მიეცეთ ამერიკაში გასვლის შესაძლებლობა, მათ არ უნდა მიეცეთ დასავლური სერვისებით, საბანკო სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა და ეს არის ახლა რაც შეიძლება იყოს ჩვენი შემაკავებელი რეჟიმის ხიშტების მიმართ", - აცხადებს თამარ ჩერგოლეიშვილი.
0
0