12/12/2023
11:04
მსოფლიო
გაეროს ინფორმაციით, ავღანეთის შემდეგ, მიანმარი მსოფლიოში ოპიუმის უმსხვილესი მწარმოებელი ქვეყანა გახდა.
,,2023 წელს, ავღანეთთან შედარებით, მიანმარში ოპიუმის - ძლიერმოქმედი ნარკოტიკის, ჰეროინის, მთავარი ინგრედიენტის - წარმოება 36%-ით - 1080 ტონამდე გაიზრდება. მთავარი ფაქტორებია ავღანეთში არსებული შიდა არასტაბილურობა და ქვეყნის მმართველი ,,თალიბანის“ მიერ ნარკოტიკების მოხმარების აკრძალვის შემდეგ ყაყაჩოს კულტივაციის 95%-ით შემცირება. 2023 წელს, ავღანეთმა, სავარაუდოდ, 330 ტონა ოპიუმი აწარმოა.
გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის ოფისის (UNODC) მოხსენებაში ნათქვამია, რომ მიანმარის ეკონომიკა კონფლიქტმა და არასტაბილურობამ მძიმედ დააზარალა მას შემდეგ, რაც 2021 წელს სამხედროებმა ძალაუფლება ხელში ჩაიგდეს.
„მიანმარში, ლეგიტიმურ ეკონომიკურ შესაძლებლობებზე, ბაზრებსა და სახელმწიფო ინფრასტრუქტურაზე შეზღუდულმა ხელმისაწვდომობამ და ინფლაციითა და მონეტარული გაუფასურებით გამოწვეული ეკონომიკური კლიმატის გაუარესებამ შეიძლება ოპიუმი, ისევე როგორც რეალიზაციისთვის კანონით დაუშვებელი სხვა პროდუქცია, მიმზიდველ ალტერნატივად ან საარსებო წყაროდ აქციოს.
1 კგ. ახალი და გამომშრალი ოპიუმის საშუალო ფასები 317-356 დოლარამდე გაიზარდა. 2023 წელს, მიანმარში (ასევე ცნობილია, როგორც ბირმა) ყაყაჩოს კულტივირებისთვის განსაზღვრული ფართობი შეფასებულია 47,000 ჰა-მდე (116,140 ჰექტარი), რაც 18%-იანი ზრდაა გასულ წელთან შედარებით. ე.წ. ოქროს სამკუთხედი - რეგიონი, სადაც მიანმარი, ტაილანდი და ლაოსი ერთმანეთს ესაზღვრება, ისტორიულად, ყოველთვის იყო ოპიუმისა და ჰეროინის წარმოების მთავარი წყარო. მთელ მსოფლიოში ჰეროინის უმეტესი ნაწილი მიანმარიდან და ავღანეთიდან იყიდება,“ - ნათქვამია გაეროს დოკუმენტში.
0
0