31/01/2025
11:00
მსოფლიო
მექსიკის პრეზიდენტმა კლაუდია შინბაუმმა Google-ს წერილი მისწერა, რომელშიც კომპანიას სთხოვს გადახედოს აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მექსიკის ყურისთვის სახელის გადარქმევის შესახებ.
”[ყურისთვის სახელის შეცვლა] შესაძლებელია, თუ ის ვრცელდება ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო ზოლიდან მხოლოდ 20 საზღვაო კმ-ის ფარგლებში. Google-მა არ უნდა უპასუხოს "ქვეყნის მანდატს" "საერთაშორისო ზღვის" სახელის შეცვლის შესახებ. [ტრამპი] ამბობს, რომ თავის კონტინენტურ შელფზე მექსიკის ყურეს ამერიკის ყურეს უწოდებს. ჩვენთვის და მთელი მსოფლიოსთვის ეს ჯერ კიდევ მექსიკის ყურეა,” - თქვა შეინბაუმმა.
როგორც ცნობილია, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლის თანახმად, აშშ-ის, კუბისა და მექსიკის მოსაზღვრე წყლის აუზს ამერიკის ყურე დაერქვა. თუმცა ის ახალი სახელით მხოლოდ Google Maps-ზე გამოჩნდება აშშ-ში მცხოვრები ადამიანებისთვის, მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებში კი თავის ამჟამინდელ სახელს შეინარჩუნებს.
როგორც BBC-ი წერს, არ არსებობს საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც პასუხისმგებელია წყლის აუზებისთვის სახელის დარქმევაზე. თუმცა მექსიკის მტკიცებით, აშშ-ს არ შეუძლია იურიდიულად შეცვალოს ყურის სახელი, რადგან საერთაშორისო საზღვაო სამართლის შესახებ გაეროს კონვენციაში აღნიშნულია, რომ ცალკეული ქვეყნის სუვერენული ტერიტორია სანაპირო ზოლიდან მხოლოდ 20 საზღვაო კმ-მდე ვრცელდება.
0
0