07/02/2025
11:47
მსოფლიო
![main-img](https://spnews.io/storage/files/kaia%20kalasi.jpg)
ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი ხვალ სამუდამოდ გამოეთიშებიან რუსეთის ელექტრო ქსელს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„რუსეთი ვეღარ გამოიყენებს ენერგორესურსებს შანტაჟის იარაღად. ეს არის თავისუფლებისა და ევროპის ერთიანობის გამარჯვება“, - წერს კალასი.
ცნობისთვის, ბალტიის ქვეყნები - ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა მეზობელი რუსეთისა და ბელარუსის ელექტროენერგიის ქსელს გამოეთიშებიან და ევროკავშირელი მოკავშირეებისკენ გადაერთვებიან.
„ეს არის ფიზიკური გათიშვა რუსეთისა და ბელარუსის ენერგოსისტემაზე ჩვენი დამოკიდებულების უკანასკნელი ელემენტისგან,” - განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ Associated Press-თან ინტერვიუში.
Associated Press-ი წერს, რომ ნავთობით და გაზით მდიდარ რუსეთთან ელექტროენერგიით კავშირების გაწყვეტა გეოპოლიტიკური და სიმბოლური მნიშვნელობის ფაქტია. ამ მიმართულებით მუშაობა დაჩქარდა მას შემდეგ, რაც სამი წლის წინ რუსეთის ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ.
0
0