05/02/2025
15:18
პოლიტიკა
ლაბორატორიული კვლევის შედეგად, „ბაკურიანი ციდას“ წყლის ნიმუშებში დარღვევა არ გამოვლინდა, – ამის შესახებ განცხადებას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სეს-ის ცნობით, ლაბორატორიული გამოკვლევა სხვადასხვა მაჩვენებელზე ჩატარდა.
„ლაბორატორიული კვლევის შედეგად „ბაკურიანი ციდას“ წყლის ნიმუშებში დარღვევა არ გამოვლინდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა, ბავშვის წყლით- „ბაკურიანი ციდა“ სავარაუდო ინტოქსიკაციასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 4 თებერვალს, ჩატარებული მოკვლევის შედეგად დადგენილი პარტიიდან აიღო წყლის სინჯები, რომლებიც აკრედიტებულ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში გაიგზავნა.
ლაბორატორიული გამოკვლევა ჩატარდა შემდეგ მაჩვენებლებზე: ფერიანობა, სუნი, გემო, სიმღვრივე, PH (წყალბადის მაჩვენებელი), სიხისტე, ქლორიდები, საერთო მინერალიზაცია, ტყვია, კადმიუმი, რკინა, სპილენძი, თუთია, პერმანგანატული ჟანგვადობა. კვლევის შედეგად, შეუსაბამობა არცერთ მაჩვენებელში აღინიშნა“, – ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
ცნობისთვის, ბავშვის, სავარაუდოდ, წყლით ინტოქსიკაციის შესახებ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა 4 თებერვალს დაიწყო.
0
0