05/02/2025
16:15
სპორტი
![main-img](https://spnews.io/storage/files/donaruma%20kvaracxelia.jpg)
პსჟ-ს მეკარე ჯანლუიჯი დონარუმამ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, კვარა საოცარი ბიჭია, რომელიც პსჟ-ს სტილს ძალიან კარგად ერგება და სხვებზე მაღალი კლასის ფეხბურთელია.
"კვარა საოცარი ბიჭია. პარიზში გადმოსვლამდე ველაპარაკე, ვუთხარი, თუ რამე სჭირდებოდა, ჩემთვის მოეწერა. შემდეგ მკითხა: „კი, მაგრამ შენ ნეაპოლელი ხარ“? (იღიმის)... მისი ადაპტაციის პერიოდი კარგად მიდის, შეიძლება ჩვენი სათამაშო სტილისთვის ძალიან სასარგებლო ფეხბურთელი იყოს. კლასით სხვა დონეზეა, ეს ვარჯიშებზეც ადვილად ჩანს. ტაქტიკის შეცვლა კვარას გამო? ჩემი აზრით, 4-3-3 სქემით თამაშს გავაგრძელებთ, მაგრამ არ ვიცი, მწვრთნელი რას გადაწყვეტს“, - აღნიშნა დონარუმამ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენში“ ორი კვირის წინ გადავიდა და ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი 2029 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.
0
0