30/01/2025
13:13
საზოგადოება
კომპანია Meta დონალდ ტრამპს ანგარიშების დაბლოკვისთვის კომპენსაციის სახით 25 მილიონ დოლარს გადაუხდის- ამის შესახებ ინფორმაციას The Wall Street Journal (WSJ) ავრცელებს.
Meta კაპიტოლიუმის შეტევის შემდეგ ანგარიშის დაბლოკვისთვის ტრამპს კომპენსაციას გადაუხდის.
„Meta დათანხმდა გადაიხადოს დაახლოებით 25 მილიონი დოლარი 2021 წელს ტრამპის მიერ კომპანიისა და მისი აღმასრულებელი დირექტორის წინააღმდეგ მას შემდეგ შეტანილი საჩივრის მოსაგვარებლად, რაც მისი ანგარიშები პლატფორმებზე შეჩერდა კაპიტოლიუმის შტურმის შემდეგ“, - ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნულია, რომ სამი მილიონი მოხმარდება იურიდიულ ხარჯებს, ხოლო დარჩენილი 22 მილიონი გადაეცემა ტრამპის პრეზიდენტის ბიბლიოთეკის ფონდს. სახელმწიფოს მეთაურის ანგარიშები დაიბლოკა 2021 წლის 6 იანვარს, ტრამპის მხარდამჭერების კაპიტოლიუმზე შეტევის შემდეგ და მათი აღდგენა მოხდა მხოლოდ ორი წლის შემდეგ.
0
0