05/02/2025
16:13
მსოფლიო
,,ირანი მზადაა, შეერთებულ შტატებს მტრული კონფლიქტის მოგვარების შანსი მისცეს,’’ - განუცხადა ირანელმა მაღალჩინოსანმა Reuters-ს ერთი დღის შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყანაზე „მაქსიმალური ზეწოლის“ კამპანია აღადგინა.
როგორც ოფიციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, თეირანი ეწინააღმდეგება „ღაზადან პალესტინელების გადასახლების ნებისმიერ მცდელობას, მაგრამ ირან-აშშ-ის მოლაპარაკებები ცალკე საკითხია“, რაც უკავშირდება ტრამპის განცხადებას, რომ აშშ ომისგან განადგურებულ ღაზას გააკონტროლებს და, პალესტინელების სხვაგან გადასახლების შემდეგ, „ახლო აღმოსავლეთის რივიერას“ შექმნის.
,,ირანი ეწინააღმდეგება ღაზადან პალესტინელების გადასახლების ნებისმიერ მცდელობას და მან ეს პოზიცია სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გამოხატა კიდეც. თუმცა, პალესტინელების გადასახლება და ირანის ბირთვული შეთანხმების გაგრძელება სხვადასხვა საკითხია, რომლებიც ცალკეულად უნდა განიხილებოდეს. თეირანს მოუნდება, რომ შეერთებულმა შტატებმა გააკონტროლოს ისრაელი იმ შემთხვევაში, თუ ვაშინგტონი ისლამურ რესპუბლიკასთან შეთანხმებას შეეცდება", - თქვა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
0
0