26/01/2025
21:36
მსოფლიო
იორდანია ღაზაში მცხოვრები პალესტინელების გადაადგილების წინააღმდეგია. როგორც იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრი აიმან საფადი აცხადებს, მათი გადაწყვეტილება მტკიცე და ურყევია.
„ჩვენი პოზიცია ორი სახელმწიფოს გადაწყვეტის მიღწევაზე არის მტკიცე და ურყევი. ჩვენი წინააღმდეგობა პალესტინელების გადაადგილებაზე ასევე არის მტკიცე და ურყევი. ეს არ არის მხოლოდ მტკიცე და ურყევი პოზიცია, არამედ ის ასევე აუცილებლობაა უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მშვიდობის მისაღწევად, რაც ჩვენ ყველას გვსურს“, – აღნიშნა აიმან საფადმა.
საფადმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა არაბულ სახელმწიფოებს ღაზის სექტორიდან პალესტინელი ლტოლვილების მიღებისკენ მოუწოდა. საფადი ასევე აღნიშნავს, რომ ისინი მოუთმენლად ელოდებიან ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან მუშაობას.
„პრეზიდენტმა ტრამპმა ნათლად აღნიშნა, რომ მას სურს, მიაღწიოს მშვიდობას რეგიონში და ამ შემთხვევაში ჩვენ მისი პარტნიორები ვართ. მშვიდობა, რომლისკენაც ვიღწვით და რომელსაც რეგიონი იმსახურებს, ასევე რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხოებასა და სტაბილურობას, არის მშვიდობა, რომელიც მიიღება ხალხის მიერ, რომელიც ასრულებს ხალხის უფლებებს და კონკრეტულად უზრუნველყოფს პალესტინელი ხალხის უფლებას, იცხოვროს თავისუფლად და ღირსეულად, საკუთარ ეროვნულ პალესტინურ მიწაზე“, – განაცხადა იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
0
0