06/02/2025
00:30
საზოგადოება
სოციალურ ქსელში ვრცელდება წარწერა, რომელიც სავარაუდოდ სახალხო დამცელის სახლთანაა გაკეთებული და მსაზე წერია: “აქ ცხოვრობს ყლიოსელიანი მონა…"
ფოტო სოციალურ მედიაში გავრცელდა.
როგორც ომბუდსმენი აცხადებს, მის სახლთან 2 ნიღბიანი ადამიანი მივიდა, რომლებმაც უწმაწური სიტყვები დატოვეს. მისივე თქმით, არცერთ უფლებადამცველ ორგანიზაციას ამაზე ხმა არ ამოუღია
“ორი დღის წინ, 2 ნიღბიანი ადამიანი მოვიდა, რომლებმაც უწმაწური სიტყვები დატოვეს - ეს არის წითელი ხაზი, ასეთი რამის გაკეთება არ შეიძლება, ბავშვები და ოჯახის წევრები ცხოვრობენ. ამ ისტორიის ყველაზე გულდასაწყვეტი ნაწილი არის ის, რომ საქართველოში, ვითომ ამდენი უფლებადამცველი ორგანიზაცია არსებობს, ამაზე არც ერთმა ხმა არ ამოიღო”, - აგანაცხადა ლევან იოსელიანმა, რითაც გამოეხმაურა მის საცხოვრებელ სახლში რამდენიმე ადამიანის მისვლას და სადარბაზოს კედლებზე წარწერების დატოვების ფაქტს.
„ეს ფაქტი მოსალოდნელი იყო იქიდან გამომდინარე, რომ რამდენიმე ტელევიზია უკვე რამდენიმე თვეა კამპანიურად აკეთებს ჩემი, როგორც სახალხო დამცველის სამიზნედ ამოღებას იმ ადამიანებისთვის, რომლებიც შეიძლება არ არიან ინფორმირებულები, თუ რას აკეთებს სახალხო დამცველი პროტესტის მონაწილეების დასაცავად. ვიღაცას შეიძლება გულწრფელად სჯერა, რომ ამ პროცესს რაღაცას ვაკლებ, ისეთ რაღაცას არ ვაკეთებ, რასაც უნდა ვაკეთებდე. სამწუხაროდ, 2 ნიღბიანი ადამიანი მოვიდა, რომლებმაც უწმაწური სიტყვები დატოვეს. მე ასეთ ფაქტებზე შეფასებებს ვაკეთებდი, მიუხედავად იმისა თუ რა დამოკიდებულება შეიძლება მქონდეს ოპონენტის მიმართ, ეს არის წითელი ხაზი, ასეთი რამის გაკეთება არ შეიძლება, ბავშვები და ოჯახის წევრები ცხოვრობენ.
ამ ისტორიის ყველაზე გულდასაწყვეტი ნაწილი არის ის, რომ საქართველოში, ვითომ ამდენი უფლებადამცველი ორგანიზაცია არსებობს, ამაზე არც ერთმა ხმა არ ამოიღო. როცა ანალოგიურ შემთხვევაში ერთ ამბავს ატეხდნენ, სწორია ერთი ამბავი უნდა ატეხო. არ შეიძლება ასეთი რამის გაკეთება. მორალს იქით არის. არავინ ხმა ამოიღო.
თუ უფლებადამცველები არიან რეაგირება უნდა მოეხდინათ. ამიტომ არ მჯერა მე მათი უფლებადამცველობის. ამიტომ არ მაქვს მე ნდობა ბევრი მათგანის მიმართ, რადგან შერჩევითი დამოკიდებულება აქვთ უფლებების და ადამიანების მიმართ. აქედან გამომდინარე, ეს მე არ გამკვირვებია. ჩემი დამოკიდებულება მათდამი ასეთი არასდროს ყოფილა, არც მომავალში იქნება. როდესაც ვინმეს მიმართ ხდება ანალოგიური რამ, ამაზე ყოველთვის მაქვს რეაქცია და განცხადება.
თუ კამპანიურად 3 ტელევიზია თავიანთ გადაცემებს დაიწყებენ - „ქართული ოცნების“ სახალხო დამცველი“ - რაც მთავარია ამ ყველაფერს „ტვ პირველი“ აზიარებდა, როგორც ჩანს, მოსწონდა, რომ სახლში მომივარდნენ. მინდა მათ ჟურნალისტებს ვკითხო: კმაყოფილები ხართ, რომ სახლში მომივარდნენ და ჩემმა შვილმა ეს ყველაფერი ნახა? ვინც არ უნდა იყოს, ეს ფაქტი არის დასაგმობი. იმის ოჯახი რა შუაშია, ჩემს მიმართ თუ აქვს ვინმეს პრეტენზია, ჩემზე დაწერონ“,- განაცხადა ლევან იოსელიანმა.
0
0