30/01/2025
00:14
პოლიტიკა
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მესიჯი „ქართული ოცნებისადმი“ კრისტალურად ნათელია: დემოკრატიულ უკუსვლას შედეგები აქვს, - ასე ეხმაურება ლატვიელი ევროპარლამენტარი, რიჰარდს კოლსი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას, რომელიც საქართველოს მომდევნო თვეებში ახალი არჩევნების ჩატარებისკენ, პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ევროინტეგრაციის გზის გაგრძელებისკენ მოუწოდებს.
„უფლებამოსილების შესანარჩუნებლად, "ქართულმა ოცნებამ" უნდა ჩაატაროს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები, დაასრულოს რეპრესიები და პოლიციის ძალადობა, გააუქმოს კანონი „უცხოური აგენტების შესახებ“, დაუბრუნდეს ევროკავშირის გზას. ეს პირობები ემთხვევა ქართული საზოგადოების მოთხოვნებს“, - წერს ევროპარლამენტარი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
მისი განცხადებით, ახლა პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება.
„ბოლო ვადაა 2025 წლის აპრილი - უმოქმედობა შეიძლება ნიშნავდეს სრულ შეჩერებას და უფრო ფართო სანქციებს. ახლა პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება“, - წერს ევროპარლამენტარი.
0
0