08/02/2025
11:14
ეკონომიკა
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი BB დონეზე, ხოლო პერსპექტივა სტაბილურზე შეინარჩუნა, - აღნიშნული ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ინფლაცია სებ-ის მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბალია, S&P Global Ratings-ი ელის რომ საქართველოს ეროვნული ბანკი შეინარჩუნებს ფრთხილ მონეტარულ პოლიტიკას არსებული გაურკვევლობის ფონზე.
„როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ მიმოხილვაშია აღნიშნული, საქართველოს საბანკო სექტორი სტაბილურია, ბანკები მაღალკაპიტალიზებულია და ლიკვიდურობის საჭირო ბუფერებს ინარჩუნებენ.
„ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს საბანკო რეგულაციას, როგორც ეფექტურს და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისს, რომელიც გამოირჩევა მყარი კორპორაციული მმართველობითა და გამჭვირვალობის სანაქებო დონით“, - ნათქვამია S&P Global Ratings-ის მიმოხილვაში.
სარეიტინგო სააგენტოს შეფასებით, საქართველოს ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა შედარებით გონივრული რჩება, განსაკუთრებით რეგიონულ კონტექსტში. ეფექტური პოლიტიკის პარამეტრები ნაწილობრივ განპირობებულია სტრუქტურული რეფორმებით, რომლებმაც ასევე გააუმჯობესეს ბიზნეს გარემო.
ამასთან, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს პროგნოზით, 2025 წელს ინფლაცია საშუალოდ 1.6% იქნება, ხოლო საქართველოს ეკონომიკა 2025 წელს 5.9%-ით, 2026 წელს კი 5.2%-ით გაიზრდება“, - აცხადებენ ეროვნულ ბანკში.
მიმდინარე წლის 7 თებერვალს საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია S&P-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი უცვლელ, BB დონეზე დატოვა, პერსპექტივა კი, კვლავ სტაბილურად შეაფასა.
0
0