08/02/2025
18:10
პოლიტიკა
![main-img](https://spnews.io/storage/files/kobaxidze%203(1).png)
ჩვენთვის არ იყო მარტივი, რომ არ გადავქცეულიყავით მეორე ფრონტის ხაზად, რადგან დიდი ინტერესი და მოთხოვნა არსებობდა ამ მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ევრონიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, 90-იანი წლების დასაწყისიდან საქართველომ ბევრი განსაცდელი გამოიარა და სწორედ ეს იყო იმის მთავარი მიზეზი, რის გამოც ამდენს იბრძოდა ხელისუფლება ქვეყანაში კიდევ ერთი ომის თავიდან ასაცილებლად.
„ჩვენთვის არ იყო მარტივი, რომ არ გადავქცეულიყავით მეორე ფრონტის ხაზად, რადგან დიდი ინტერესი და მოთხოვნა არსებობდა ამ მიმართულებით. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ თავიდან აგვეცილებინა ომი საქართველოში“, - განაცხადა პრემიერმა.
რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო შეთანხმებასთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვას პრემიერ-მინისტრმა უპასუხა, რომ მას ალტერნატივა არ გააჩნია.
„თავიდანვე - 2022 წლის თებერვლიდან - ვამბობდით, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ გააჩნია, რომ ხალხი იხოცება და, რა თქმა უნდა, საერთაშორისო თანამეგობრობა სრულად უნდა იყოს კონცენტრირებული იმაზე, რომ სამშვიდობო შეთანხმება შედგეს. ეს აუცილებელია რეგიონში და ზოგადად მსოფლიოში სიტუაციის გასაუმჯობესებლად“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
0
0