30/01/2025
11:02
პოლიტიკა
„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი მმართველი პარტიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ მიუხედავად იმისა, უფლებამოსილება დამტკიცებულია, შეწყვიტონ მუშაობა საპარლამენტო ასამბლეაში.
მეგრელიშვილის თქმით, დღეიდან ქართული სახელმწიფოს პოლიტიკურ ღირსებაზე ბევრს ისაუბრებენ და მიხვდებიან, რომ მასთან სახეცვლილი ურთიერთობების საჭიროება დღის წესრიგში რაც შეიძლება მალე უნდა დადგეს.
„ქართული ოცნების გუნდის საერთო გადაწყვეტილებით, დელეგაციის სტრასბურგსა და თბილისში მყოფმა წევრებმა შეწყვიტეს მუშაობა საპარლამენტო ასამბლეაში, მიუხედავად იმისა, რომ მათი უფლებამოსილება დამტკიცებულია. პოლიტიკური ეთიკა გამორიცხავს ქართველი ხალხის მიერ არჩევნებზე გამოხატული ნებით არჩეული ხელისუფლების მიმართ გარე ძალების უსამართლო დამოკიდებულებას, ხელისუფლების შანტაჟს, სადაც არავითარი მნიშვნელობა არ ენიჭება მტკიცებულებებსა და ფაქტებს და შესაბამისად ასამბლეაში ქართული მხარის ყოფნას არანაირი პოლიტიკური ღირებულება არ აქვს. დღეს ჩვენი სახელმწიფო ქართული ამბიციით წარსდგა საერთაშორისო არენაზე და მიღებული გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ გააწნა სილა ყველა იმ ძალას, რომელიც საბოლოოდ ანტიქართული მიზნით მოქმედებს. დღეიდან ქართული სახელმწიფოს პოლიტიკურ ღირსებაზე ბევრს ისაუბრებენ და მიხვდებიან რომ მასთან სახეცვლილი ურთიერთობების საჭიროება დღის წესრიგში რაც შეიძლება მალე უნდა დადგეს.“-წერს მეგრელიშვილი Facebook-ზე.
0
0