27/01/2025
19:54
პოლიტიკა
ჩვენ კონცენტრირებული ვართ ჩვენს ხალხსა და ქვეყანაზე, თებერვალში დავიწყებთ საგაზაფხულო სესიას, გუშინ და დღეს პრემიერს ვიზიტი აქვს აბუ დაბიში, დიდ საინვესტიციო პაკეტზე მოხდა შეთანხმება, ამაზე ზრუნავს საქართველოს ხელისუფლება, რომ ხალხი კეთილდღეობა ამაღლდეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო არის ლიდერი ეკონომიკური ზრდით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
„ჩვენ ვართ ლიდერი ეკონომიკური ზრდის ტემპებით. თან იმ პირობებში, როცა ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ჩამოდიან, მიტინგებს გვიწყობენ, ასევე გერმანიის პარლამენტის დეპუტატები ჩამოდიან და აქ არეულობას ცდილობენ. ამ ტემპით გავაგრძელებთ. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლება არის ჩვენი ამოცანა და რაც მთავარია, ამ გეოპოლიტიკურ ტურბულენტობაში სიმშვიდის შენარჩუნება, რომ ჩვენ მთავარ მიზანს არ შეექმნას ერთი გრამი საფრთხე – ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. ამისკენ არის ყველა ჩვენი ფიქრი მიმართული და არავის მივცემთ შესაძლებლობას, სანქციების თუ დასჯის მუქარით რაიმენაირად გადაუხვიოს ჩვენმა ხელისუფლებამ ამ კურსს, საფრთხე შეუქმნას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
0
0