29/01/2025
18:50
საზოგადოება
ბრალდებულის [მზია ამაღლობელი] ჯანმრთელობაზე ზედამხედველობა მიმდინარეობს პენიტენციურ სისტემაში დამტკიცებული მოშიმშილე ბრალდებულის/მსჯავრდადებულის მართვის პროტოკოლის შესაბამისად, რაც გულისხმობს, სასიცოცხლო მაჩვენებლების ყოველდღიურ მონიტორინგს, დინამიკაში ლაბორატორიულ კვლევებს და საჭირო სპეციალისტების კონსულტაციებს, - აცხადებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი მალხაზ ურთქმელიძე. მისივე განცხადებით, ამჟამად, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი და სტაბილურია.
„გუშინ, ანუ 28 იანვარს ჩაუტარდა გაფართოებული ლაბორატორიული კვლევა. ამ ეტაპზე, მიღებული ნაწილი კვლევების მონაცემები - ნორმის ფარგლებშია, ხვალ ჩატარდება კიდევ სხვა კვლევები, დაგეგმილია ინსტრუმენტული კვლევებიც. ამჟამად, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი და სტაბილურია. დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში, ბრალდებული მრავალჯერ მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა და მისმა ადვოკატმა. შემდგომშიც მათ შეუზღუდავად შეუძლიათ განახორციელონ შეხვედრები და ბრალდებულის თანხმობის შემთხვევაში გაეცნონ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას.
დასკვნის სახით უნდა ითქვას, რომ ბრალდებულ მზია ამაღლობელის სიცოცხლე საფრთხეში არ არის და მომავალშიც გაგრძელდება მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურების გაწევით.
ჩვენთვის თითოეული პატიმრის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა პრიორიტეტულია“, - აცხადებს მალხაზ ურთქმელიძე.
0
0