31/01/2025
18:41
პოლიტიკა
“ახალის” ლიდერი ნიკა გვარამია გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიმართ, კონგრესმენ ჯო უილსონისა და ბრიტანელი დეპუტატის, ჯეიმს მაკკლირის მოთხოვნას და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილის ყველა ქონება , რომელიც ბრიტანეთშია უნდა იყოს დაყადაღებული.
„ლონდონი არის მსოფლიოს ფინანსური ცენტრი და ბიძინა ივანიშვილს ძალიან დიდი ქონება და ანგარიშები აქვს ბრიტანეთში, მათ შორის მისი მრავალმილიონიანი ნახატების კოლექცია. ეს ქონება უნდა იყოს დაყადაღებული, ყველა მისი ანგარიში უნდა იყოს გაყინული , ვიდრე ის მოასწრებს ამ ყველაფრის გადმოტანას საქართველოში, რომელიც მან თავისი „რუსული კანონი 2-ით“ – „ოფშორების კანონით“ თავის მიერ შექმნილი საქართველოში შექმნილი ოფშორული ზონის ფარგლებში გადმოიტანა. იმედი მაქვს, რომ ის ამას ვერ მოასწრებს და ბრიტანეთი ამ ტრანზაქციებს შეუჩერებს“, - აღნიშნა გვარამიამ.
0
0