27/01/2025
12:49
მსოფლიო
ბელორუსის საპრეზიდენტო არჩევნების არალეგიტიმურობის შესახებ ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა, ერთობლივი განცხადების გამოქვეყნება ვერ შეძლეს უნგრეთის წინააღმდეგობის გამო — აღნიშნული ინფორმაციის შესახებ "რადიო თავისუფლება" წერს, რომ ბრიუსელში ინფორმირებულმა წყაროებმა აცნობეს.
მედიაზე დაყრდნობით, უნგრეთის მიერ დაბლოკილ განცხადებაში ეწერა, რომ ბელორუსში სასტიკი და უპრეცედენტო რეპრესიების, ადამიანის უფლებების დარღვევის და ოპოზიციისა და დამოუკიდებელი მედიის შეზღუდვის გამო, არჩევნები ლეგიტიმური ვერ იქნება.
იმავე წყაროს ინფორმაციით, სლოვაკეთიც ერთობლივ განცხადებაზე ხელის მოწერაზე უარს ამბობდა, თუმცა, მოგვიანებით შეუერთდა.
უნგრეთის მიერ განცხადების დაბლოკვის გამო, ევროკავშირის 27-ვე სახელმწიფოს სახელით განცხადება ვერ გაკეთდა, განცხადება გამოაქვეყნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა.
კალასის შეფასებით, ბელორუსის არჩევნები არ იყო სამართიანი და თავისუფალი, ამასთან, მან მოუწოდა მინსკს ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებისკენ.
კალასმა ასევე დასძინა, რომ ბელორუსის რეჟიმი უკრაინის წინააღმდეგ ომსა და მეზობლებზე ჰიბრიდულ შეტევებში არის ჩართული, თუმცა ამის მიუხედავად ევროკავშირი განაგრძობს რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების პოლიტიკას და ამასთან, გააგრძელებს ბელარუსის სამოქალაქო საზოგადოებისა და დევნილი დემოკრატიული ძალების ფინანსურ მხარდაჭერას.
ცნობისთვის, სახელმწიფო სააგენტო "ბალტამ" საარჩევნო ადმინისტრაციის ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით დაწერა, რომ ალექსანდრ ლუკაშენკომ 26 იანვრის არცევნებში გაიმარჯვა. მან ხების 86,82% მიიღო.
0
0