28/01/2025
16:51
პოლიტიკა
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ისაუბრა იმ სირთულეებზე, რაც აზერბაიჯანს შეექმნა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის განხორციელებისას. ამის შესახებ „oxu.az“ წერს.
მისი თქმით, პროექტს შეერთებული შტატები განსაკუთრებით ეწინააღმდეგებოდა.
"დიდი წინააღმდეგობა შეგვხვდა, როცა მისი განხორციელება გვინდოდა. ამის თქმა ახლა შემიძლია. აშშ იყო განსაკუთრებით წინააღმდეგი. ამის მიზეზი ისევ მათი პროსომხური პოლიტიკა იყო, რადგან ითვლებოდა, რომ ეს პროექტი სომხეთს განზე ტოვებდა", - განაცხადა მან.
მისი თქმით, ამერიკულმა მხარემ ძალიან სერიოზული ზეწოლა განახორციელა საქართველოს მაშინდელ ხელმძღვანელობაზე, რომ ამას არ დათანხმებულიყო.
„ჩვენ რამდენიმე წელია ვწარმოებდით ქართულ მხარესთან მოლაპარაკებებს და საბოლოოდ შევძელით შეთანხმება“, - განაცხადა ალიევმა.
0
0