04/02/2025
15:16
საზოგადოება
ბაია პატარაიამ მიიღო ჩემი ადვოკატის წერილი.
ერთ კვირას ვაძლევთ, რომ ყველა ცილისწამება (ვუთითებთ) უკან წაიღოს და დიდი ბოდიში მომიხადოს. - ამის შესახებ “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, თუ ბაია პატარაია მათ მოთხოვნებს არ შეასრულებს, “ხანდაზმულობის ვადის დაცვით წავა სასამართლოში.”
ბაია პატარაიამ მიიღო ჩემი ადვოკატის წერილი.
ერთ კვირას ვაძლევთ, რომ ყველა ცილისწამება (ვუთითებთ) უკან წაიღოს და დიდი ბოდიში მომიხადოს.
თუ ჩვენს მოთხოვნებს არ შეასრულებს, ხანდაზმულობის ვადის დაცვით წავა სასამართლოში.
ეს ქეისი იმდენადაა ჩემთვის საინტერესო, რამდენადაც კორუმპირებულ ენჯიო კარტელს აყენებს დარტყმას, რომლებმაც დაიჩემეს, რომ სტრატეგიული კომუნიკაცია ესმით და სტრატკომი დაირქვეს.
ეს კორუმპურებული ენჯიო
კარტელი მთლიანად შეზრდილია კორუმპირებულ სამ პარტიასთან, რომლებსაც დაგრძელებად საკუთარი ჯიბის მედიები ყავთ და ერთად, გამოუსწორებელ ზიანს აყენებენ რუსული რეჟიმის დამარცხების ამოცანას და საქართველოს რუსულ ჭაობში ჩატოვების enabler -ები არიან
(ერთ ლაივს მივუძღვნი სტრატკომს და უკეთ დაგანახებთ, რა კიბო გვაქვს).
ჯიბის მედიები რომ არიან, იმითაც გამოჩნდება, რომ არც მთავარი, არც ტვ პირველი და არც ფორმულა, ამ
დავას არ გააშუქებს.
"მურუსიძის სასამართლოში როგორ მიგაქვს?!"
ამ საყვედურის ავტორებმა:
ა) ჯერ ის აღიარონ, რომ შემდეგი სამი წელი ბიძინას დამარცხებას არ აპირებენ
ბ) მერე ის აღიარონ, რომ ქართული ოცნების სასამართლო "დამოუკიდებელია" და ცილისწამების საქმეზე ისეთ პრეცედენტს შექმნის, რომ რეჟიმის ყველა ცილისწამებაზე რეფერენსი იყოს.
გ) მესამე კი ის, რომ ბოდიშის მოხდას, ბაიას მთელი სტრატკომის დისკრედიტაცია ურჩევნია - საქმე რომ დაიძვრება, გიგაურს და ქეთი ხუციშვილსაც ხომ კითხავენ ჟურნალისტები მიაჩნიათ თუ არა ცილისწამება სტრატეგიულ კომუნიკაციად
0
0