25/03/2021
15:45
ბადაგონი
შევხედოთ რუკას: საქართველო მდებარეობს ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე, თურქეთზე ცოტა ზემოთ და რუსეთზე ოდნავ ქვემოთ. საინტერესოა ვიცოდეთ ისიც, რომ საქართველო ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკაა, რომელიც კარგად არის ცნობილი თავისი უძველესი მევენახეობა-მეღვინეობის რეგიონით – კახეთით. შეიძლება სასიამოვნოდ გაგიკვირდეთ კიდეც, რომ სწორედ ამ რეგიონში დაიწყო „ბადაგონის“ ისტორიაც.
„ბადაგონი“ დაარსდა 2006 წელს, აღმოსავლეთ საქართველოში. კომპანიას აქვს ორი ღვინის ქარხანა კახეთში – ერთი სოფელ ზემო ხოდაშენში, მეორე კი საგარეჯოს რაიონში, სოფელ მანავში. პრაქტიკულად, ორივე ღვინის ქარხანა გაერთიანებულია და 400 ჰექტრამდე მიწას ფლობს.
სხვათა შორის, სწორედ საგარეჯოს რაიონში მდებარე ღვინის მეორე ქარხანა ითვლება იმ საწარმოდ, რომელთანაც „ბადაგონის“ ყველაზე დიდი მიღწევებია დაკავშირებული. ის, აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე თანამედროვე და დიდ ქარხანაა, რომელიც ძალიან ამაყობს თავისი მოწინავე ტექნოლოგიით. ქარხანა, იმავდროულად, დიდ ძალისხმევას ახმარს ქართული ტრადიციების ერთგულად დაცვას, როცა საქმე ღვინის დამზადებას ეხება.
ეს ყველაფერი გასაგებია, რადგან ესოდენ ხარისხიანი ღვინის დამზადება მისსავე სამშობლოში ხდება – არქეოლოგიური გათხრები მოწმობენ, რომ საქართველოში მეღვინეობა 8 ათასი წლის წინათ დაუწყიათ.
ასე რომ, საქართველო მსოფლიოში ყველაზე უძველეს ღვინის მწარმოებელი ქვეყანაა.
„ბადაგონის“ ღვინოების „მომწიფება“ ფრანგული მუხის ხისაგან დამზადებულ დიდ კასრებში ხდება. კასრები ქართული აგურით აგებულ 300 წლოვან ღვინის სარდაფში ინახება. მიუხედავად იმისა, რომ „ბადაგონს“ ღვინის დამზადების თანამედროვე ტექნიკური შესაძლებლობები აქვს, კომპანია მაინც ტრადიციების და მეღვინეობის უძველესი სკოლის გამოცდილების ერთგულია.
„ბადაგონი“ სულ რაღაც ერთი საათის განმავლობაში 6 ათას ბოთლ არაგაზირებულ და ცქრიალა ღვინოებს აწარმოებს. როგორც კომპანიის თანამშრომლები ამბობენ,- „არ არსებობს ისეთი შეკვეთა, რომელსაც ჩვენ ვერ შევასრულებთ“. და განა ამაში, მათ ვინმე შეედავება?
როგორც ცნობილია, საქართველოში ვაზის 400-მდე ადგილობრივი და 500-მდე უცხოური ჯიში ხარობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ქვეყანა მსოფლიოს ვაზის ჯიშების ერთ მეექვსედს ფლობს.
და სრულიადაც არ არის გასაკვირი ის, რომ აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე მოწინავე ღვინის კომპანია ძალიან ბევრი მედლით არის დაჯილდოებული.
სადეგუსტაციო შენიშვნები:
არომატი – მწვანე ნაყოფიანი ხილის, მწველი.
გემო – პიკანტური, მწვანე ნაყოფიანი ხილის, მშრალი, სიტკბოთი.
ამ ქართულმა ცქრიალა ღვინომ ვერცხლის მედალი მოიპოვა Forget Me Not-ის კატეგორიით მსოფლიო კონკურსში- „მსოფლიოს საუკეთესო ბოკალი“, რომელიც 2019 წელს ჩატარდა.
0
0