30/01/2025
18:34
ბადაგონი
პოპულარული გამოცემა Gilbert& Gaillard- ის 2025 წლის ზამთრის ნომერში მასალას აქვეყნებს მეღვინეობა „ბადაგონსა“ და მის დამფუძნებელზე გიორგი სალაყაიაზე.
“ბადაგონი - წამყვანი შუქურა თანამედროვე ქართული ღვინის ინდუსტრიაში” - ასე მოიხსენიებს აღიარებული სომელიე და ღვინის ჟურნალისტი ჯულია სკავო ”ბადაგონს" ვრცელ სტატიაში, რომელიც ქართული მეღვინეობის მდიდარ მემკვიდრეობას ეძღვნება.
ღვინის ინდუსტრიაში წამყვანი ფრანგული გამოცემის Gilbert& Gaillard- ის 2025 წლის ზამთრის ნომერში “ბადაგონის” ისტორია, მიღწევები და ღვინის უნიკალურობაა მიმოხილული.
სტატიაში ხაზგასმულია “ბადაგონის” ღვინოების გამორჩეული მახასიათებლები, რომლებიც Gilbert & Gaillard International Challenge-ში უმაღლესი ქულებით დააჯილდოვეს.
„ბადაგონის“ დამფუძნებელი გიორგი სალაყაია, რომელიც საბჭოთა რეჟიმის დროინდელ საქართველოში დაიბადა, ყოველთვის ოცნებობდა, რომ თავისი თავისუფალი, ტრადიციებით მდიდარი ქვეყანა ყურადღების ცენტრში მოექცია. მისი, როგორც მეღვინის, მისწრაფებები 2006 წელს განხორციელდა, როდესაც მან კახეთის განთქმულ რეგიონში, კერძოდ, ზემო ხოდაშენში, საკუთარი მეღვინეობა დააარსა.
,,ბადაგონი’’ ,,ნულიდან’’ შეიქმნა და ხარისხსა და სრულყოფილებაზე ორიენტირდა. სალაყაიამ, იტალიურ ინსტიტუტ Enosis Meraviglia-სთან და მის ხელმძღვანელ მეღვინე დონატო ლანატთან თანამშრომლობით, საფუძველი ჩაუყარა მეღვინეობის განვითარების პიონერულ, ახალ ეტაპს საქართველოში.
გიორგი სალაყაია მეღვინეობაში ასევე ნიჭიერ მეღვინე სანდრო ქუმსიაშვილთან ერთად მუშაობს. ერთობლივი ძალისხმევით, ისინი 13 მილიონ ბოთლ მაღალი ხარისხის ღვინოს აწარმოებენ. მეღვინეობაში წარმოებული ღვინო მუდმივი კვლევის შედეგად მიღწეული სრულყოფილი ხარისხის მოლოდინს ამართლებს და მიუხედავად იმისა, რომ ადგილ-მამული საკმაოდ ვრცელია (მოიცავს 500 ჰექტარს) და ამ მიწიდან 400 ჰექტარი ვაზის გასაშენებლადაა გამოყენებული, მევენახე [ვენახის მოვლაზე პასუხისმგებელი პირი] შორენა ბოჭორიშვილი ვენახის თითოეულ მტკაველს ისეთი მზრუნველობითა და ყურადღებით ეპყრობა, თითქოს ეს მისი კუთვნილი მამულია, რაც ვენახის პერსონალიზებულ და საგულდაგულოდ მოვლის მეთოდზე მიუთითებს. ბოჭორიშვილმა დეტალურად შეისწავლა ვენახის ტერიტორიაზე არსებული სხვადასხვა ტიპის ნიადაგი, რომელიც თიხას და კირქვას შეიცავს. მან განსაზღვრა, რომ ეს ნიადაგი ალუვიონის მაღალი შემცველობის მქონეა და მასში pH დონე ტუტეზე მიდრეკილია. ამ ცოდნის საფუძველზე, შორენა ბოჭორიშვილმა ვენახის მთლიან ტერიტორიაზე ვაზი შეცვლილი წესით გააშენა - ამ ზონის უნიკალური ნიადაგური პირობების შესაბამისად.
ყურძნის ახალი, ცოცხალი გემო და არომატული თვისებები შენარჩუნებულია, რადგან ვენახის ნაწილი გაშენებულია ჩრდილოეთით მაღლობებში; ხმელთაშუა ზღვის კლიმატისა და ნაყოფიერი ალუვიური ნიადაგის კომბინაცია ხელს უწყობს ხარისხიანი, არომატული ყურძნის წარმოებას, რაც სამხრეთ ნაწილში მოყვანილ ვაზს უნიკალურობას ანიჭებს;
აღმოსავლეთით, რბილი და მზიანი კლიმატი შესანიშნავ პირობებს ქმნის იდეალურად ტკბილი ღვინის დასამზადებლად, ხოლო დასავლეთის მხარეს ტყეებით დაფარული ლანდშაფტი უზრუნველყოფს დაცულ, სუფთა და ტენიან გარემოს, რაც ხელს უწყობს ვაზის ბიომრავალფეროვნებას.
ამგვარი კლიმატის უნიკალური მახასიათებლების გათვალისწინებით, მთლიან ტერიტორიაზე მოყვანილი ვაზისგან ღვინო საგულდაგულოდ მუშავდება და საბოლოოდ პროდუქტის დახვეწილი ნაზავი იქმნება, რაც გულისხმობს ყურძნის ჯიშებისა და არომატების იშვიათ კომბინაციას.
,,ბადაგონის’’ პრემიუმ კლასის ღვინო Traditions d’Alaverdi ["ალავერდის ტრადიციები"] კი ალავერდის მონასტრის მახლობლად მდებარე ისტორიული ტერუარზე გაზრდილი ყურძნისგან მზადდება. ბევრი კახური ღვინის ქარხნის მსგავსად, ,,ბადაგონი’’ თავისი წითელი ღვინოების 60%-ს საფერავის ჯიშის ყურძნისგან აწარმოებს.
,,ბადაგონის’’ ღვინის პორტფელი დაბალანსებულია თეთრი ღვინოების [ძირითადად, რქაწითელის ჯიშის ყურძნის] ნაზავით, ასევე მოიცავს კახეთის რეგიონში დამზადებულ ღვინოებს Kakhuri [,,კახური’’], Mtsvane [,,მწვანე’’] და Kisi [,,ქისი’’]. მუკუზანისა და წინანდლის მეღვინეობა ინდივიდუალურია და აქ, ღვინის წარმოების ტრადიციული მეთოდები თანამედროვეობის ელფერთანაა შერწყმული. აღსანიშნავია ევროპული და ქართული მეღვინეობის ტრადიციულ მეთოდებს შორის ბალანსი - ფრანგულ და ამერიკულ კასრებში ღვინოების ფერმენტირება უფრო თანამედროვე, გლობალურ ტექნიკას წარმოადგენს, რომელიც ღვინის მწარმოებელ ბევრ რეგიონშია გავრცელებული - ეს ბალანსი ხაზს უსვამს ქართული მეღვინეობის ხანგრძლივი მემკვიდრეობისადმი (XI საუკუნის ალავერდის მონასტრის ისტორიულ მარანში - ქვევრის მეთოდით ღვინის წარმოებას) პატივისცემას, ასევე თანამედროვე პრაქტიკის მნიშვნელობას (ევროპულ კასრებში ღვინის დადუღება).
ეს კულტურული საგანძური - საქართველოს უძველესი მეღვინეობის მემკვიდრეობა - 2006 წელს ,,ბადაგონმა’’ მსოფლიოს წინაშე წარმოაჩინა. იტალიური საკონსულტაციო კომპანია Charmat-ის მეთოდის გათვალისწინებით, ,,ბადაგონი’’ ცქრიალა ღვინოების წარმოებაში დამკვიდრებულ, თანამედროვე მეღვინეობის ტექნიკას იყენებს. ,,ბადაგონი’’ პირველი ღვინის მწარმოებელია, რომელმაც გამოიყენა მწვანე (ძირითადი ქართული ვაზის ჯიში კახეთიდან) ცქრიალა ღვინო Brut-ისთვის. ტრადიციული მეთოდით დამზადებული ცქრიალა ღვინო ასევე მზად არის კომპანიის მარნებიდან ბაზარზე გასაშვებად.
,,ბადაგონი’’ ორიენტირებულია არა მხოლოდ მაღალი ხარისხის ღვინის წარმოებაზე, ასევე გარემოზე ზემოქმედების მინიმუმამდე შემცირებაზე და ერთგულია გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობისა და მეღვინეობის მდგრადი პრაქტიკის მიმართ.
საბოლოო ჯამში, ,,ბადაგონის’’ მიზანი ქართული ტრადიციული მეღვინეობის პოპულარიზაციაა, რის გამოც კომპანიამ იყალთოში [კახეთში] ქართული ქვევრის სკოლა- აკადემია გახსნა. ეს პირველი დაწესებულებაა, სადაც ღვინოები დასახელებულია არა ნარინჯისფერ (ქარვისფერი ან მოვარდისფრო-ნარინჯისფერი ელფერი), არამედ ქვევრის ღვინოდ. სკოლა- აკადემია ორიენტირებულია, რომ გაზარდოს ტკბილ-კურკოვანი ხილისა და თაფლის არომატის მქონე ამ მბრწყინავი, ქარვისფერი ღვინოების ცნობადობა და წარმოაჩინოს ღვინის მრავალფეროვნება, რომელიც დაბალანსებულია ტანინებით განპირობებული სიმჟავის კვალით და ღვინის დახვეწილი სტრუქტურით. ამის მაგალითია ხიხვი ქვევრი, რომელიც საფერავის წითელი სახეობისგან კონტრასტს ქმნის და ხასიათდება ღვინის უფრო მაგარი სტრუქტურისა და ტკბილი ხილის ხავერდოვანი არომატით, როგორიცაა Saperavi Reserve-ი.
0
0